LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველი რობოტი–მეხანძრე ცეცხლს კალიფორნიაში შეებრძოლება

63
robot-thermite

ბოლო პერიოდში ხანძრები კალიფორნიის შტატისთვის ნამდვილ კოშმარად იქცა და ზარალმა მილიარდობით დოლარს მიაღწია. დაიწვა ათასობით სახლი და დაიღუპა ასობით ადამიანი. მიუხედავად მთავრობისა და ადგილობრივთა კოლოსალური მცდელობისა, ცეცხლის სტიქიასთან გამკლავება ჯერ–ჯერობით ვერ ხერხდება.

სწორედ ამიტომ, ამერიკელებმა მეხანძრე რობოტი შექმნეს და სიახლე ლოს–ანჯელესის სახანძროს უკვე გადაეცა. Thermite RS3  ეს არის ავტომობილი, რომელიც 1 600 კილოგრამს იწონის და საათში 13 კილომეტრ სიჩქარეს ავითარებს. მოდელმა საკმაოდ მძლავრი აგრეგატი მიიღო და მას შეუჩერებლად მუშაობა არც მეტი არც ნაკლები მთელი 20 საათის განმავლობაში შეუძლია. მეხანძრე რობოტი 10 000 ტონამდე წყალს იტევს და წყლის მიმწოდებელი მილის სიგრძე 45 მეტრია.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რკინის მეხანძრე დისტანციურად იმართება და ყველაზე საშიშ ადგილებთან შეუძლია მისვლა. პროექტის ავტორთა აზრით, რობოტის გამოყენება ყველაზე მიზანშეწონილი ტყის ხანძრების ჩასაქრობად იქნება, თუმცა მას დიდ კომერციულ შენობებში და სამშენებლო მოედნებზეც მშვენივრად გამოიყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები