LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Peugeot-მ ელექტროქარზე უფრო მაგარი ელექტროველოსიპედი შექმნა

79
pegonews

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა Peugeot-მ წარმოადგინა ელექტრონული ველოსიპედი, რომელსაც ერთი დამუხტვით არც მეტი არც ნაკლები 140 კილომეტრის გავლა შეუძლია.

მოდელს eM01 FS PowerTube ეწოდა. მწარმოებლის ჩანაფიქრით, “e” მყიდველს ელექტრონიკაზე მიუთითებს, M კი Mountain-ს ნიშნავს, რაც ველოსიპედის დანიშნულებას უკეთ ხსნის.

სიახლის ტექნიკურ მხარეს  62 კილოვატ-საათიანი ელემენტი წარმოადგენს. როგორც პროექტის ავტორები ირწმუნებიან, ეკოლოგიურ ტრანსპორტს 140 კილომეტრის გავლა შეუძლია. შედარებისთვის, ელექტრომობილის Renault Twizy-ის სვლის მარაგი მხოლოდ 100 კილომეტრია.

ელექტრონული მოტოციკლეტის გაყდვები მომავალ წელს, ზაფხულის სეზონისთვის დაიწყება და კომპანია ბაზარზე 5 სხვადასხვა ვერსიის მოდელს გაიტანს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები