LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოქროს ფეხები მოდრიჩს, რეალი მთლად გადაირია – ამბები მოკლედ

65
Capture

მადრიდის „რეალისა“ და „ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი Golden Foot-ის მფლობელი გახდა. ეს პრიზი 28 წელზე დიდი ასაკის მოთამაშეს გადაეცემა ფეხბურთში მიღწევებისთვის.

Le Parisien: „რეალი“ მბაპეს სანაცვლოდ რეკორდულ 400 მილიონ ევროს შეთავაზებს.

სანტიაგო სოლარი „რეალის“ ელჩი გახდა. ის მარტში გააგდეს მწვრთნელობიდან.

პსჟ გრიზმანს განიხილავს მბაპეს შემცვლელად (FourFourTwo).

„ბარსელონას“ და პსჟ-ს სურთ „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ემრე ჯანი წაიყვანონ ზამთარში 40-50 მილიონ ევროდ.

„ბაირნმა“ შესაძლოა ჩაბი ალონსო დანიშნოს, თუ ზამთარში ტენ ჰაგს ვერ მოელაპარაკება.

„მან სიტი“ 100 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს ტრანსფერებისთვის. კლუბს სურს „ლივერპულს“ დაეწიოს.

„ჩელსის“ სურს „ატლეტიკოს“ 17 წლის ფორვარდი რაფაელ მატიას გოდოი 3 მილიონ ფუნტად იყიდოს. მისით „ინტერი“ და „მილანიც“ არიან დაინტერესებული.

ფრენკ ლემპარდმა „ჩელსიში“ ჯარიმები შემოიღო: 20 ათასი ფუნტი ვარჯიშზე დაგვიანებისთვის, 500 ყოველი წუთისთვის კრებაზე დაგვიანებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები