LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოქროს ბურთის“ გამოკითხვის შედეგები ცნობილია: ცერემონიამდე კი ჯერ ორი კვირაა

136
thumbnail

ფეხბურთის გულშემატკივრები „ოსკარის“ საფეხბურთო ვარიანტის „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას მოუთმენლად ელიან ხოლმე. ამ პრიზს ავტორიტეტული France Football-ის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელს აძლევენ.

2008-დან 2017 წლამდე პრიზი 5-5-ჯერ ლეო მესიმ და კრიშტიანო რონალდომ წაიღეს, მხოლოდ 10 წლის შემდეგ, გასულ წელს დაამხო მათი ჰეგემონია ხორვატმა ლუკა მოდრიჩმა.

ექსპერტების უმრავლესობის მოსაზრებით, წელს „ოქროს ბურთი“ ლივერპულის ჰოლანდიელმა მცველმა ვან დეიკმა უნდა აიღოს. მან მშვენიერი ინდივიდუალური სეზონი ჩაატარა და არც კლუბს ქონია ურიგო შედეგი, ბოლო-ბოლო მერსისაიდელებმა ჩემპიონთა ლიგა მოიგეს.

ყოველწლიურად, „ოქროს ბურთის“ გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე ქსელში იპარება შედეგები და საშუალოდ 10-დან 6 შემთხვევაში მართლდება.

წელსაც გაიპარა შედეგები, რომელიც ასეთია:

1. კრიშტიანო რონალდო, 578 ქულა;
2. ვირხილ ვან დეიკი, 570;
3. ლიონელ მესი, 499;
4. სადიო მანე, 322;
5. მოჰამედ სალაჰი, 207;
6. ბერნარდო სილვა, 199;
7. ალისონ ბეკერი, 163;
8. რაჰიმ სტერლინგი, 127.

შეგახსენებთ, ცერემონია 2 დეკემბერს შედგება და გამართლდება თუ არა რონალდოს გამარჯვება მაშინ შევიტყობთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები