Tuttosport-მა გადაწყვიტა Golden Boy 2020-ის დაჯილდოებაზე უარი არ თქვას (პრესტიჟული ჯილდო 21 წლამდე ფეხბურთელებისთვის). 100 პრეტენდენტის სია 40-მდე შეთხელდა. ბუქმეკერების აზრით კი, ფავორიტი სამია: ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი), ალფონსო დევისი (ბაიერნი) და ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი).

 

“რეალმა” ლა ლიგაში პირველმა შეუშვა მინდორზე 4 ფეხბურთელი, რომლებიც 2000 წლის შემდეგ დაიბადნენ.

ბენზემამ 350-ე მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში “რეალის” შემადგენლობაში.

“რეალმა” ლა ლიგის პირველ ტურში ქულები დაკარგა ბოლო 8 სეზონიდნ 5-ში ჩემპიონის რანგში.

პელეგრინის “ბეტისმა” ორ ტურში 6 ქულა მოაგროვა. ეს კლუბმა ისტორიაში სულ მესამედ მოახერხა.

“ბარსელონა” და “ვულვერჰეპტონი” 30 მილიონ ევროდ პლუს ბონუსები სემედუს ტრანსფერზე შეთანხმდებიან.

 

“იუვეტუსმა” სერია ა-ს ბოლო 5 სეზონის პირველ ტურში მოიგო. ეს ლიგის რეკორდია.

რონალდომ 10-ჯერ დაარტყა “სამპდორიას” კარში. ყველაზე მეტჯერ ამ სეზონში ტოპ 5 ლიგაში.

რონალდო საკლუბო დონეზე ზედიზედ 19 სეზონია იტანს.

 

პრემიერლიგის კლუბებმა უიქ-ენდზე გოლების რეკორდი დაამყარეს – 4.9 გოლი მატჩში.

“ლესტერის” მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა პრემიერლიგაში მე-100 მატჩი მოიგო. მას ამისთვის 210 შეხვედრა დასჭირდა და მე-4 ბრიტანელია ამ მაჩვენებლით. უფრო სწრაფად 100-ჯერ მოუგიათ ალექს ფერგიუსონს, კენი დალგლიშს და კევინ კიგანს.

“ჩელსი” “რენის” მეკარის მენდის ტრანსფერს ამ კვირაში გამოაცხადებს.

 

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები