LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოფლიანი მაისური აჩუქა და წავიდა: რიქსენის ცოლი რონალდოს და ქმრის შეხვედრაზე (ვიდეო)

331
2627055-54363790-2560-1440

ფერნანდო რიქსენის ცოლმა ვერონიკამ კრიშტიანო რონალდოსთან შეხვედრა გაიხსენა, რომელიც 2016 წელს შედგა.

პორტუგალიელმა ვარსკვლავმა სასიკვდილო სენით დაავადებული რიქსენი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩის (რეალი-ლეგია 5:1) შემდეგ ნახა.

კითხვაზე დაეხმარა თუ არა რამით პორტუგალიელი, ვერონიკამ უპასუხა: „გოგონას ოფლიანი მაისური აჩუქა. გაიხადა მატჩის შემდეგ, მისცა და წავიდა. ბაბუა ფიფადან, რა ქვია არ მახსოვს, ასევე დაგვპირდა, რომ ფონდს შექმნიდა და დაგვეხმარებოდა, მაგრამ არაფერი“.

„ბაბუა ფიფადან“ ვერონიკა ყოფილ პრეზიდენტს ზეპ ბლატერს გულისხმობს. ერთ-ერთ ინტერვიუში ქალი მოყვა, რომ სწორედ ბლატერი გამოვიდა რონალდოსა და მისი ქმრის შეხვედრის ინიციატორად.

რიქსენი უკურნებელი სენითაა დაავადებული, მას ცენტრალური ნერვული სისტემა აქვს დაზიანებული.

დღეს 28 ივნისს, რიქსენი ბოლოჯერ გამოვა გულშემატკივრებთან, რის შემდეგაც შინ ჩაიკეტება, გარეთ აღარ გავა და ოჯახურ წრეში განაგრძობს მკურნალობას.

ჰოლანდიელ ფეხბურთელს საუკეთესო პერიოდი “გლაზგო რეინჯერსში” აქვს გატარებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები