LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეიმარის 36 სახლი დაპატიმრებულია, ფეხბურთელს მილიონებს თხოვენ

342
Neymar-fined-over-tax-case-delays-by-a-brazilian-court

ბრაზილიურმა სასამართლომ ნეიმარის 36 სახლი დააპატიმრა, ხელისუფლება 16 მლნ ევროს ითხოვს გადასახადების საქმეზე.

პსჟ-ს ფორვარდის 36 ობიექტიდან დაკავებულია სან პაულუში მდებარე ორი სახლი საერთო ფართობით 3 000 კვ/მ, რომლის ფასი 10 მილიონია. ნეიმარს უფლება არ აქვს არა მარტო გაყიდოს, არამედ ისარგებლოს კიდეც.

ხელისუფლება საქმის დასარეგულირებლად 15.6 მლნ ევროს ითხოვს, ადვოკატები ცდილობენ თანხა 2.6 მილიონამდე ჩამოიყვანონ.

 

 

ნეიმარმა უკვე გადაიხადა 42.5 მლნ ევრო 2013 წელს გადასახადების გადაუხდელობის გამო, როდესაც „ბარსელონაში“ გადადიოდა.

ამჟამად ნეიმარი ტრავმირებულია და ამის გამო მშობლიურ ბრაზილიაში მიმდინარე კოპა ამერიკას ტოვებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები