LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასვამმა მგზავრმა პილოტი და ბორტგამცილებლები სცემა (ვიდეო)

98
fightair

ნასვამმა ავიამგზავრმა ჯერ პილოტები ცემა, შემდეგ კი ბორტგამცილებლებიც ზედ მიაყოლა. ინცდინეტი ნოვოსიბირსკის აეროპორტში, მოსკოვისკენ მიმავალ რეისზე მოხდა. ერთ-ერთმა მგზავრმა ჩაჯდომისთანავე ხმამაღალი საუბარი და აგრესიული ქცევა დაიწყო. როდესაც ბორტის წევრებმა მისი დამშვიდება სცადეს, მამაკაცი კიდევ უფრო გაბრაზდა და პილოტისა და ბორტგამცილებლებისკენ გაიწია. სანამ დებოშირს შეაკავებდნენ მან ერთი-ორი მუშტის მოქნევა მაინც მოასწრო.

შედეგად, ადგილზე პოლიცია მივიდა და მგზავრი რეისიდან მოხსნა. მგზავრმა არაადეკვატური ქცევა დაკავების შემდეგაც გააგრძელა, ის ბევრს ყვიროდა და რაც ხელში მოხვდებოდა ყველაფერს ამტვრევდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მამაკაცს დიდი რაოდენობით ალკოჰოლი ქონდა მიღებული და აგრესიაც სწორედ ამან გამოიწვია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები