LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაკრებს სამგზავრო ფული არ აქვს: სხვადასხვა ამბები ძალიან მოკლედ

267
2562941-53157530-2560-1440

ლეო მესის სავარაუდოდ ცხვირის ძგიდის ბზარი აქვს. ის რამდენიმე დღეს გამოტოვებს. ლეო „იუნაიტედთან“ სალიგო შეხვედრაში დაშავდა.

მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელ დიეგო კოშტას 8-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს „ბარსასთან“ მატჩში მსაჯის შეურაცხყოფისთვის – წერს Cadena Cope.

სონი (ტოტენჰემი) და ფირმინიო (ლივერპული) ჩემპიონთა ლიგის კვირის მოთამაშის პრეტენდენტები იყვნენ. გუშინ მათ ჟერარ პიკე და ფრენკი დე იონგი დაემატათ.

პელეს ბრაზილიაში ოპერაციას გაუკეთებენ, რომელსაც კენჭის გავლა აქვს შარდსადენ მილში.

მარადონამ პელეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

ბურუნდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გუნდს ფული სჭირდება, რათა აფრიკის თასზე გაფრინდნენ.

პსჟ-ს მფლობელებმა შესაძლოა ჩემპიონშიპის გუნდი შეიძინონ. საუბარია „ასტონ ვილაზე“, „ნოტინგემ ფორესტზე“, „ქუინს პარკ რეინჯერსზე“.

დევიდ ბექჰემის კლუბმა მაიამიდან ახალი სტადიონის დიზაინი წარადგინა.

მანუელ ნოიერს ჯილდო მისცეს ჩრდილეოთ რეინ-ვესტფალიის წინაშე დამსახურების გამო.

Nike-მა 10 მლნ ევროს კონტრაქტი გააფორმა დორტმუნდის „ბორუსიას“ 14 წლის ფორვარდ მუკოკოსთან.

ნეიმარი, მესი და ანა ივანოვიჩი MasterCard-ის რეკლამაში გადაიღეს.

 

https://www.youtube.com/watch?v=03s2JYimDYM

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები