LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, თუ როგორია Aston Martin Valkyrie მოძრაობაში

91
5666d9e7b4ea8bcfb1d2c35f31357c41439a0dee

ინგლისში მდებარე სილვერსტოუნის ავტოდრომზე ყველაზე დინამიური ჰიპერქარის დებიუტი შედგა. ავტომობილის სატესტო პროტოტიპმა ტრასა მთავარი ჩემპიონატის დაწყებამდე გაიარა.

„ვალკირიის“ საჭესთან ტესტ-პილოტი კრის გუდვინი იყო მოკალათებული. მისი განცხადებით, სამუშაოების დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, თუმცა მსგავსი მსვლელობები ავტომობილის საბოლოო სახემდე დახვეწას უწყობს ხელს.

Aston Martin Valkyrie ბრიტანული ბრენდის, Red Bull-ისა და AF Racing-ის საერთო მუშაობის შედეგია. ჰიპერქარი ჰიბრიდული ძრავითაა უზრუნველყოფილი და 6,5 ლიტრის მოცულობის V12 ძრავს 1146 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატის აწყობაზე ფირმა Cosworth-მა იზრუნა.

და ბოლოს, სპორტქარის ტირაჟი მხოლოდ 150 ეგზემპლარი იქნება და ყველა მათგანი უკვე გაყიდულია. თუმცა, კლიენტები ავტომობილებს მხოლოდ წლის ბოლოსთვის მიიღებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები