კომპანია Mercedes-Benz-მა სერიული EQ-ის პირველი კადრები გაავრცელა. ავტომობილის დებიუტი ფრანკფურტის ავტოსალონზე შედგება.

როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, სიახლე საზოგადოების წინაშე საინტერესო ფერითა და ვიზუალით წარსდგება.

ამჟამად ელექტრომობილის შესახებ ისაა ცნობილი, რომ ის MEA-ს პლატფორმაზეა აგებული, რომელიც ელექტრონული ძრავის მქონე მოდელებზეა გათვლილი. EQS მოძრაობაში ელექტროძრავს მოყავს და მისი ძალა 592 ცხენის ძალას შეადგენს, სვლის მარაგი კი 500 კილომეტრია.

წინასწარი ინფორმაციით, EQS-ის სერიული ვარიანტი ბაზარზე 2021 წლიდან გამოვა და Mercedes-Benz S-Class-ის ელექტრონულ ალტერნატივად იქცევა.

საინტერესოა, რომ გერმანელები თავის მთავარ კონკურენტებად Porsche Taycan-სა და Tesla Model S-ს თვლიან.

 

ტეგები: Mercedes – Benz

მსგავსი თემები