Ferrari 812 Superfast Spider-ის ფოტო ოფიციალურ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელეს. იტალიური ბრენდის ერთ-ერთმა კლიენტმა ავტომობილი დახურულ პრეზენტაციაზე ჩუმად გადაიღო და კადრი ქსელში გამოაქვეყნა.

ერთადერთ ფოტოზე დაყრდნობით მოდელის კონსტრუქციის დადგენა საკმაოდ რთულია. თუმცა, წინამორბედისგან განსხვავებით სიახლეს შეცვლილი ძარა აქვს.

ინსაიდერები ირწმუნებიან, რომ Ferrari 812 Superfast Spider-ის ოფიციალური პრემიერა რამდენიმე დღეში უნდა შედგეს და სიახლეს სახელად 812 GTS ეწოდება. სუპერქარის ტექნიკური შიგთავსი 6,5 ლიტრის მოცულობის V12 ძრავს მოიცავს და აგრეგატი 7-საფეხურიან რობოტიზირებულ გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს. ისევე როგორც „ფერარი“ კუპეს შემთხვევაში ძრავი 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, თუმცა თუკი კლიენტს სურვილი ექნება სიძლიერის 10 ცხენის ძალით გაზრდაცაა შესაძლებელი.

 

ტეგები: Ferrari 812

მსგავსი თემები