ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც Ferrari 812 Superfast–ის ავარიაა ასახული. კადრები ლონდონშია გადაღებული და ინციდენტის დროს კამერა მძღოლს თავზე ეკეთა. ასე რომ ყველაფრის ნახვა პირველი პირის თვალითაა შესაძლებელი.
ყველაფერი კი იმით იწყება რომ Ferrari 812 Superfast ქალაქის ცენტრში გადაადგილდება. მძღოლმა უეცრად გაზსს მოუმატა, რის შემდეგაც სუპერქარის მართვა დაკარგა. მან მოახერხა რომ ფეხითმოსიარულეებსა და ველოსიპედისტს არ დაჯახებოდა, თუმცა გაჩერება ვეღარ შეძლო და წინაღობას შეასკდა.
დარტყმისგან სუპერქარის სალონში უსაფრთხოების ბალიშები გაიხსნა და მძღოლი სერიოზულ დაზიანებებს გადაარჩინა. თუ რა მოუვიდა „ფერარის“ ძარას უცნობია, თუმცა თუკი დარტყმის ძალას გავითვალისწინებთ, ძვირადღირებული რემონტი გარდაუვალი იქნება.
თუ რატომ ეკეთა მძღოლს ავარიის დროს Go-pro–ს კამერა, ამის თქმაც რთულია.