LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში საუკეთესო საავტომობილო ბრენდები

86
prschnwsss

არაკომერციულმა ორგანიზაცია consumer Reprots, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვითაა დაკავებული, საავტომობილო ბრენდების მორიგი კვლევა ჩაატარა. ექსპერტებმა საუკეთესო მწარმოებლების რეიტინგი – საგზაო კვლევების, სოციალური გამოკითხვების, უსაფრთხოების სისტემების და სტატისტიკის შესწავლის შემდეგ შეადგინეს.

რეიტინგის ლიდერი Porsche გახდა. გერმანული ბრენდის სამი მოდელი დაიტესტა და სამივემ მაღალი დონე აჩვენა, ამიტომ მომხმარებლებს მათი შეძენის აბსოლიტურ რეკომენდაციას აძლევენ.

მეორე ადგილზე კორეული ბრენდი Genesis გავიდა, მესამე პოზიცია კი Subaru–ს ხვდა წილად. საუკეთესოთა შორის მოხვდა ასევე – Mazda, Lexus, Audi, Hyundai, BMW, Kia და MINI.

ყველაზე ცუდი მაჩვენებელი Fiat–მა დააფიქსირა, იტალიურმა მწარმოებელმა 33 შესწავლილ მოდელს შორის ბოლო პოზიცია დაიკავა. სიის ბოლოში მოექცა ასევე – Mitsubishi, Jeep, Land Rover, Cadillac, Jaguar და GMC.

როგორც კომპანია Consumer Reports–ის სპეციალისტები აზუსტებენ, საგზაო წესები ანონიმურად ტარდება და მძღოლთა კმაყოფილების დონის დასადგენად ათასობით ავტომფლობელი გამოიკითხა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები