LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს უხუცესი ფეხბურთელი ეყოლება, ტრანსფერები იხლართება – ამბები მოკლედ

88
rue8c8e5b360a

ოლე გუნარ სულშერმა პრემიერლიგაში 12 მატჩი წააგო და 11 მოიგო მას შემდეგ, რაც „მანჩესტერის“ მწვრთნელად დაამტკიცეს.

„ბარნლიმ“ 99 წლის განმავლობაში პირველად მოუგო „მანჩესტერს“ სტუმრად ისე, რომ გოლი არ გაუშვია (2:0).

„მანჩესტერმა“ ბრუნუ ფერნანდეშის სანაცვლოდ 55+10 მლნ ევრო შეთავაზა.

„ტოტენჰემი“ გაიფორმებს „სოსიედადის“ ფორვარდ ვილიან ჟოზეს.

The Sun: „ტოტენჰემის“ ფეხბურთელენს ჟოზე მოურინიოს ვარჯიშები მოსაწყენად და ძველმოდურად მიაჩნიათ.

მოიესმა შეთავაზა დაარსონ ბრიტანეთის თასი, რომელშიც შოტლანდიურ კლუბებსაც შეიყვანენ.

„ატლეტიკოს“ და „ტოტენჰემს“ უარი უთხრეს პიონტეკის იჯარაზე. „მილანს“ პოლონელის 28-30 მლნ ევროდ გაყიდვა უნდა.

კავანის დედა: „ედინსონს „ატლეტიკოში“ უნდა. მან პსჟ-ს გაშვება თხოვა“.

„ინტერი“ იჯარით აიყვანს ფერნანდო ლორენტეს ნახევარი წლით, „ნაპოლი“ – პოლიტანოს 1.5 წლით 25 მლნ ევროდ სავალდებულო გამოსყიდვის პირობით.

„ბეტისს“ სურს „რეალიდან“ ბრაიმ დიასის იჯარით წაყვანა, თუ ტელიო წავა.

„ბარსელონამ“ რაკიტიჩი და 10 მლნ ევრო შეთავაზა ბერნარდესკიში. „იუვენტუსს“ კიდევ 10 მლნ დამატება უნდა.

სარი „იუვენტუსის“ პირველი მწვრთნელია, რომელმაც 15 სასტარტო საშინაო მატჩიდან 14 მოიგო.

რონალდომ გაიტანა 13 გოლი ბოლო 10 მატჩში.

ემრე ჯანი აპირებს ზამთარშივე წავიდეს „იუვენტუსიდან“. ის დორტმუნდს აინტერესებს.

„ნაპოლი“ ახლოსაა „ინტერის“ გარემარბის პოლიტანოს ყიდვასთან 25 მლნ ევროდ. მას 0 შედეგიანო მოქმედება აქვს სეზონში.

მესუთ იოზილით „დი სი იუნაიტედი“ დაინტერესდა. გუნდი უკვე დაუკავშირდა აგენტებს.

ეგვიპტის მესამე დივიზიონის გუნდმა „6 ოქტომბერი“ კონტრაქტი გაფორმა 74 წლის ფეხბურთელთან. ფედერაციამ ოფიციალურად დაარეგისტრირა იზა ელდინ ბახდერის ტრანსფერი. ეგვიპტელებმა გინესის რეკორდის წიგნის რედაქტორების მიიწვიეს დასაკვირვებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები