LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოს უძვირფასესი ფეხბურთელის მდიდრული ცხოვრება – კილიან მბაპე

261
maxresdefault (1)

კილიან მბაპე მხოლოდ 20 წლისაა. პსჟ-ს თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 200 მლნ ევროდ ფასდება. სტატისტიკურად ამ ასაკში მას უკეთესი შედეგები აქვს, ვიდრე მესის და რონალდოს ქონდათ.

ის ამჟამად ყველაზე პერსპექტიული მოთამაშეა, რომელიც უკვე გახდა ვარსკვლავი, მთავარია ამ დიდებამ ის არ გააფუჭოს.

სად ცხოვრობს?
2017 წლის ბოლოს იჯარით აიღო ორსართულიანი სახლი (600 კვ/მ) პარიზის ელიტურ გარეუბანში. ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ უაზრობაა ფულის ხარჯვა ასეთი მდიდრული სახლის შეძენაზე.

როდესაც მბაპე „მონაკოში“ თამაშობდა, ის პარტნიორებს თხოვდა მანქანით მიეყვანათ ვარჯიშებზე და მერე უკან სახლში. ახლა მას მთელი ავტოპარკი აქვს, პირველი მანქანა გახდა 35 ათას დოლარიანი Audi Q3.
მეორე ავტოა Ferrari California T (250 ათასი დოლარი). ყავს Range Rover Vogue (50 ათასი ევრო).

მბაპეს შეყვარებულია ალისია აილისი, რომელიც მის საფრანგეთი 2017-ია. გოგონა სამართალს სწავლობს და ადვოკატობა სურს.

მბაპეს ერთ-ერთი მეგობარია ჯიჯი ბუფონი, რომელიც ახლახან წავიდა პსჟ-დან.

მბაპეს საქმიანობა ფეხბურთს მიღმა პატივისცემას იმსახურებს. მსოფლიო ჩემპიონატზე აღებული საპრიზო თანხა მბაპემ ქველმოქმედებას დაახარჯა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ მისთვის არ უნდა გადაეხადათ, რადგან ის ეროვნული დროშის ფერებს იცავდა.

მბაპეს სწრაფი სიარული უყვარს და შვებულებისას გიჟდება ჰიდროსკუტერით სეირნობაზე. ასევე უყვარს კალათბურთის თამაში და მშვენივრად გამოსდის კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები