LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mini ელექტრომობილების მთელ სერიას გამოუშვებს

75
mininews2010

კომპანია Mini–მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სულ მალე ელექტრონული მოდელების გამოშვებაზე გადაერთვება. ახალ სერიაში სამკარიანი ჰეტჩბეკი, ასევე ორი ახალი კროსოვერი შევა. ამასთან, კომპანია ტრადიციულ შიდა წვის ძრავზეც არ აპირებს უარის თქმას.

ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა თავისი სამოდელო ხაზის გამრავალფეროვნება გადაწყვიტა. ელექტრონული სიახლე ბრენდს პოზიციებს ჩინურ ბაზარზე გაუმყარებს. სერიასაც იქვე ააწყობენ და მისი წარმოება 2023 წლიდან უნდა დაიწყოს.

„მინის“ სამოდელო სიაში Countryman–ის მწვანე მოდიფიკაციაც გაჩნდება. სხვა დეტალებზე საუბარი ბრენდს ჯერ–ჯერობით არ სურს და მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ მომავლის მოდელები ტრადიციულ ბრიტანულ სტილისტიკას შეინარჩუნებენ და თან თანამედროვე ტექნოლოგიებსაც მიიღებენ.

მიუხედავად ელექტრომობილების მსოფლიო პოპულარობისა, ბრიტანული მწარმოებელი უარს არც შიდა წვის ძრავზე იტყვის. ეს შეეხება Countryman–ის ახალ თაობასაც, რომლის ნაწილიც სრულად ელექტრონული, ნაწილი კი ტრადიციული აგრეგატით იქნება უზრუნველყოფილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები