LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (9-15 სექტემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

4526
მიხეილ ცაგარელი

დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლას ზოდიაქოს ყველა ნიშანი საკუთარ თავზე იგრძნობს, რადგან გართულდება დასახული გეგმების და ახალი იდეების რეალიზაცია, მოიმატებს კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

ვერძი – მთელი წლის განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე რთულ კვირაში მაქსიმალური სიფრთხილის და წინდახედულობის გამოჩენა გმართებთ, რადგან პრობლემები შეგექმნებათ როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, მოერიდეთ გადატვირთვას და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით. არაა გამორიცხული ახალი იდეებით გატაცებულმა ზედმეტად დიდი დრო, ენერგია, ფინანსები დახარჯოთ თქვენთვის საინტერსო პროექტეზე და ვერ შეძლოთ ყოველდღიური საქმეების სათანადოდ შესრულება, რაც საქმიანი პარტნიორების უკმაყოფილებას გამოიწვევს და სერიოზულად დაძაბავს მათთან ურთიერთობას.

კურო –  საკმაოდ დინამიური კვირაა. საგრძნობლად გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ ინიციატივის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, არ გაგიჭირდებათ ლიდერის ფუნქციის საკუთარ თავზე აღება და ორგანიზატული ნიჭის წარმოჩენა. მართალია, გააუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას, მაგრამ საერთო ნეგატიური ტენდენციები თქვენს გეგმებსაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ, რადგან თავს შეგახსენებენ ქრონიკული დაავადებები, სიჯიუტე და სხვათა აზრის უგულველყოფა კი, სერიოზულად დაძაბავს ურთიერთობას კოლეგებთან. მაქსიმალურად აკონტროლეთ დიქტატორული თვისებები, არ ღირს ყველასთვის საკუთარი სურვილების თავსმოხვევა და საკუთარი აზრის უკმეხად გამოთქმა.

ტყუპები – მეტად რთულ კვირაში საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. აუცილებლად მიმართეთ რჩევისთვის გამოცდილ ადამიანს, რომელიც ფინანსური სირთულეებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ იმპულსურ მოქმედებებს და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან ამ კვირაში სწორედ სულსწრაფობა გახდება თქვენი მთავარი პრობლემა.

კირჩხიბი – მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ საერთო ნეგატიური ტენდენციები თქვენც შეგიქმნით სირთულეებს. მოიმატებს კონფლიქტების ალბათობა, გაგიფუჭდებათ ურთიერთობა კოლეგებთან და მეგობრებთან. მაქსიამლური ყურადღების გამოჩენა მართებთ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩაბმულებს, რადგან სწორედ მათ მოუწევთ სერიოზული უსიამოვნებების დაძლევა. ნუ აჰყვებით ემოციებს და ნუ დახარჯავთ დროს წვრილმანებზე, რათა არ გამოგრჩეთ ბევრად მასშტაბური მოვლენები. გამოიჩინეთ მოთმინება, ნუ ეცდებით დააჩქაროთ მოვლენები და სწრაფად მიიღოთ სასურველი შედეგი, რადგან სულსწრაფობა მხოლოდ შეცდომებს დაგაშვებინებთ, თქვენს გაბრაზებას და გაღიზიანებას გამოიწვევს.

ლომი – საერთო ნეგატიური ტენდენციების გათვალისწინებით, თქვენც მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ საქმიან და პირად ცხოვრებაში. მართალია, მოგეცემათ მატერიალური მდგოამარეობის გაუმჯობესების შანსი, მაგრამ სერიოზული წინაღობების დაძლევა მაინც მოგიწევთ, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა, თავქარიანობა და საქმეების მიმართ ზერელე დამოკიდებულება კი, კოლეგებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება, შეაფერხებს თქვენს პროფესიულ წინსვლას და განვითარებას. არაა გამორიცხული გააფორმოთ ის ხელშეკრულებები, რომლებიც შემოსავლის ნაცვლად, მხოლოდ ზარალს მოგიტანთ.

ქალწული – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ, სხვებთან შედარებით თქვენ მეტ-ნაკლებად მსუბუქად გაივლით რთულ კვირას. გაძლიერდება ენერგოტონუსი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, თუმცა ურთიერთობა გაგიფუჭდებათ საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან, რისი მთავარი მიზეზი თქვენი ეჭვიანობა და უნდობლობა გახდება. არ ღირს სიჯიუტის გამოვლენა, ნუ ეცდებით ყველა სფეროში დომინირებას და სხვებისთვის საკუთარი სურვილების თავსმოხვევას, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას და ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს.

სასწორი – ამ კვირიდან თქვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იწყება. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, შესაძლოა გახდეთ ავადაც. გააქტიურდებიან ფარული მტრები და მოშურნეები, რომლებიც ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენი გეგმების შეფერხებას. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და მოთმინებით მოისმინეთ კრიტიკა, არ ღირს სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და იმპულსურად მოქმედება. ეცადეთ სძლიოთ ეჭვებს და პესიმიზმს, რათა არ ჩაგითრიოთ დეპრესიამ და ნეგატიურმა ემოციებმა. უმჯობესია აიღოთ მცირე პაუზა და დაისვენოთ, მოერიდოთ საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობების აღებას და შემოიფარგლოთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით.

მორიელი – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა, რადგან სიამოვნებით ჩაებმებით კოლექტიურ საქმიანობაში. მთავარია, გამოიჩინოთ ყურადღება, გონებამახვილობა და არ გამოგეპაროთ ცვლილებები, რომლებიც რადიკალურად შეცვლიიან  თქვენს საქმიან და პირად ცხოვრებას. ნუ იტყვით უარს მეგობართა და კოლეგათა მხარდაჭერაზე, რადგან მხოლოდ მათი წყალობით შეძლებთ სირთულეების დაძლევას. მართალია, მოგეცემათ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი, მაგრამ არ ღირს ცდუნებას აყოლა, რადგან ერთი შეხედვით სარფიანი შეთავაზებების უმეტესობა არ გაამართლებს, საქმიანი პარტნიორები კი, არ მოერიდებიან თქვენს მოტყუებას.

მშვილდოსანი – რთული, მეტად დისჰარმონიული კვირაა. სხვადსხვა ტიპის შეზღუდვები ხელს შეგიშლიან პოტენციალის სრულად გამოვლენაში, რაც თქვენს აგრესიას გამოიწვევს და ერთგვარი ბუნტისკენ გიბიძგებთ, თუმცა ძალიან გაგიჭირდებათ შემაწუხებელი ფაქტორებისგან განთავისუფლება, რადგან გააქტიურებით მხოლოდ გარშემომყოფებს გააღიზიანებთ და მწვავე კრიტიკას დაიმსახურებთ. მართალია, შეძლებთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მაგრამ საერთო ნეგატიური ტენდენციების გათვალისწინებით, მაინც მოგიწევთ სიფრთხილის და თავშეკავების გამოჩენა. მოერიდეთ სულსწრაფ და იმპულსურ მოქმედებას, ნუ აჰყვებით ემოციებს, აკონტროლეთ ამბიციები და მოერიდეთ გარშემომყოფთა პროვოცირებას.

თხის რქა – საკმაოდ დინამიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, მოიმატებს შრომისუნარიანობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. სწრაფად გაერკვევით მიმდინარე მოვლენებში და მარტივად დაძლევთ პრობლემებს, სერიოზულ ოპონირებას გაუწევთ კონკურენტებს და ადვილად დაარწმუნებთ საკუთარი გადაწყვეტილებების მართებულობაში, რადგან კარგად იგრძნობთ სხვათა განწყობას, დაინახავთ მათ სისუსტეებს და სწორედ შეძლებთ მანიპულირებას. მთავარია არ აჰყვეთ ცდუნებას, მაქსიმალურად დაიცვათ საკუთარი პრინციპები და არ უღალატოთ სულიერ ორიენტირებს, მოერიდოთ დიქტატურის გამოვლენას, რათა მეტად პერსპექტიულ კვირაში თვითონ არ შეიქმნათ პრობლემები გარშემომყოფებთან.

მერწყული – საკმაოდ დისჰარმონიული კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, გაგიჭირდებათ თავისუფლად მოქმედება და ჩანაფიქრის განხორციელება, მით უფრო, რომ სირთულეები შეგექმნებათ საქმიანობის ყველა სფეროში. ნუ ენდობით მეგობართა, კოლეგათა რჩევებს და მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას, მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს და ფულის უაზროდ ფლანგვას, რათა თავი დააღწიოთ გაუთვალისწინებელი ხარჯებით შექმნილ პრობლემებს.

თევზები – ნაკლებად სტაბილური კვირაა. იძულებული გახდებით გარშემომყოფთა თვალით შეხედოთ საკუთარ თავს და ობიექტურად შეაფასოთ შესაძლებლობები. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, მაგრამ საერთო ნეგატიური ტენდენციები თქვენს გეგმებზე უარყოფითად აისახება. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე და თავშეკავება გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რადგან მაღალია კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. ეცადეთ მშვიდად მიიღოთ მიმდინარე ცვლილებები და პარტნიორთა მიერ დაწესებული შეზღუდვები, რაც მართალია განწყობას გაგიფუჭევბთ, მაგრამ თავიდან აგარიდებთ უსიამოვნებებს.

 

გეომაგნიტური დღეები – 10, 12, 13 და 14 სექტემბერი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები