LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (7-13 ოქტომბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3106
cagareli

დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა უარყოფითად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე, გაართულებს ურთიერთობას გარშემომყოფებთან და შეაფერხებს დასახული გეგმების განხორციელებას.

ვერძი – აქტიური, თუმცა ნაკლებად ჰარმონიული კვირაა, რადგან პრობლემები შეგექმნებათ პარტნიორებთან ურთიერთობაში, რაც სერიოზულად შეაფერხებს თქვენს წინსვლას და ფინანსურ წარმატებას. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, რათა თავი დააღწიოთ კონფლიქტებს და უფრო მეტად არ დაძაბოთ ისედაც მძიმე სიტუაცია. არაა გამორიცხული თქვენმა სიჯიუტემ თანამშრომლობა გადააფიქრებინოს პარტნიორებს, რომლებიც უარს იტყვიან ერთობლივი იდეების განხორციელებაზე. გამოიჩინეთ მეტი პრაგმატულობა და ეცადეთ არ აჰყვეთ ილუზიებს, რადგან მოჭარბებული ფანტაზია მხოლოდ შეცდომებს დაგაშვებინებთ.

კურო – საკმაოდ რთული კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. ეცადეთ არ აჰყევთ ემოციებს, რადგან აგრესია და ხასიათის მუდმივი ცვალებადობა ნეგატიურად აისახება თქვენს ურიერთობასა და პროფესიულ საქმიანობაზე, გამოიწვევს კონფლიქტს კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან. მშვიდდ მიიღეთ ყველა ეშენიშვნა და ნუ ეცდებით მუდმივად საკუთარი სიმართლის მტკიცებას. მართალია, გექნებათ პრობლემებისგან, რთული საკითხების გადაწყვეტისგან თავის დაღწევის სურვილი, მაგრამ ამგვარი „გაქცევა“ მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ, სირთულეების მოგვარება კი, ადრე თუ გვიან მაინც მოგიწევთ.

ტყუპები – საკმაოდ ქაოტური კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, ჩვეული კომუნიკაბელურობის, გონემახვილობის გამოვლენას და იდეების განხორციელებას, მაგრამ მოულოდნელი სიურპრიზები მაინც არ მოგცემთ ამოსუნთქვის საშუალებას, რადგან სერიოზული ცვლილებები სამსახურში, მოულოდნელად მიღებული შეთავაზებები და ვალდებულებები სრულ მობილიზაციას და ძველ გეგმებზე უარის თქმას გაიძულებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი წარმატება პირველ რიგში პარტნიორებეზე იქნება დამოკიდებული, ამიტომ მიიღეთ დახმარება და აუცილებლად გაითვალისწინეთ მათი რჩევები. მოერიდეთ მსხვილ საყიდლებს, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი.

კირჩხიბი – დისჰარმონიული, საკმაოდ დაძაბული კვირაა, რადგან უსიამოვნებების დაძლევა მოგიწევთ ახლობლებთან, სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობაში. გამოიჩინეთ მეტი თავშეკავება და დიპლომატია, არ ღირს ზედმეტი პირდაპირობა და ყველას მიმართ პრეტენზიის გამოთქმა, რადგან დაუფიქრებელი მოქმედება და ხასიათის მუდმივი ცვლილება სერიოზული შეცდომებს დაგაშვებინებთ, რომელთა გამოსწორება საკმაოდ რთული იქნება. მართალია, უამრავი საინტერესო იდეა გექნებათ, მაგრამ განხორციელება ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან ვერ შეძლებთ მიმდინარე მოვლენების ობიექტურად შეფასებას, კოლეგების რჩევა და გაფრთხილება კი, მხოლოდ ბრაზს და გაღიზიანებას გამოიწვევს. მოერიდეთ გარშემომყოფებთან კონფლიქტს, რადგან დაპირისპირება მხოლოდ დროს, ენერგიას დაგაკარგინებთ, საკუთარი სიმართლის დამკტიცებას კი, მაინც ვერ შეძლებთ.

ლომი – მართალია, მეტად აქტიური კვირაა, რადგან შეძლებთ ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, მაგრამ დედამიწის ნეგატიურ ენერგოველში გადასვლა მაინც შეგიშლით ხელს ჩანაფიქრის განხორციელებაში, ქაოტური მოქმედება და ყველაფრის მოსწრების სურვილი კი, მხოლოდ შეცდომებს დაგაშვებინებთ. გადაამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია, ყურედღებით მოიმინეთ სხვათა რჩევა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ უსიამოვნებებისგან თავის დაღწევას. არ ღირს მოვლენების დრამატიზირება და წვრილმანებს ჩაძიება, სხვებისთვის საკუთარი უიღბლების გადაბრალება და მსხვერპლის როლის მორგება, რადგან ამგვარი მოქმედება ნაკლებად გაამართლებს და მხოლოდ გარშემომყოფებთან კონფლიქტის მიზეზი გახდება. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება შემდეგი კვირისთვის, რომელიც ბევრად მშვიდი და წარმატებული იქნება.

ქალწული – მართალია, აქტიურ და შემოქმედებით კვირაში უამრავი იდეა გექნებათ, მაგრამ ძალიან გაგიჭირდებათ მათი განხორციელება, რადგან იძულებული გახდებით დაემორჩილოთ მიმდინარე მოვლენებს და გაითვალისწინოთ გარშემომყოფთა სურვილები. მოერიდეთ საკუთარი უკმაყოფილების, პრეტენზიების გამოთქმას, რაც მხოლოდ კოლეგების გაღიზიანებას გამოიწვევს და კონფლიქტის მიზეზიც გახდება.

სასწორი – დისჰარმონიული, ნაკლებად წარმატებული კვირაა. მართალია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, მაგრამ საერთო ნეგატიური ენერგოველი თქვენც შეგიქმნით პრობლემებს. გამოიჩინეთ მეტი პრაგმატულობა, რადგან მხოლოდ თანმიმდევრული მოქმედებით შეძლებთ იდეების განხორციელებას. თუმცა, არ ღირს ავანტიურებში ჩაბმა, რომელიც ნაკლებად გაამართლებს და მხოლოდ ნეგატიურ ცვლილებებს მოგიტანთ. გაითვალისწინეთ გონიერ, კომპეტენტურ ადამიანთა რჩევა, ვისი მხარდაჭერა მეტ-ნაკლები სტაბილურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მორიელი – ერთ-ერთი ყველაზე რთული კვირაა მთელი წლის განმავლობაში. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, არაა გამორიცხული გახდეთ ავად ან გაგიმწვავდეთ ქრონიკული დაავადება. მოერიდეთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან კონფლიქტს, რადგან ნებისმიერი დაპირისპირება მხოლოდ ზარალს მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რადგან გააქტიურებული კონკურენტები და ფარული მტრები ჭორებითა და ინტრიგებით ეცდებიან თქვენთვის პრობლემების შექმნას. მშვიდად მიიღეთ სხვათა კრიტიკა და მოერიდეთ პრეტენზიის გამოთქმას, ეცადეთ დაძლიოთ კომპლექსები, ეჭვები და შინაგანი შიშები, რომლებიც ყოველთვის ხელს გიშლიან სურვილების განხორციელებაში.

მშვილდოსანი – მეტ-ნაკლებად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ იდეების ჩამოყალიბებას, ახალი კონტაქტების გაბმას და თანამოაზრეების მოძიებას. თუმცა, მოულოდნელად გაფუჭებული განწყობა არ მოგცემთ აქტიურად მოქმედების და გეგმების განხორციელების საშუალებას. მოერიდეთ სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, ეცადეთ დაძლიოთ გაღიზიანება, რადგან აგრესიით მაინც ვერ მოაგვარებთ პრობლემებს და მხოლოდ ურთიერთობას დაძაბავთ კოლეგებთან. თავი შეიკავეთ მსხვილი შენაძენისა და ახალ პროექტებში ფინანსების ინვესტირებისგან, რადგან მარცხიანი კაპიტალდაბანდება არ გაამართლებს და მხოლოდ უსიამოვნებებს მოგიტანთ.

თხის რქა – მართალია, გაძლიერებული თვითრწმენის წყალობით, სიტუაციის გაკონტროლებით და გარშემომყოფთა განწყობის სწრაფად გამოცნობით, მარტივად შეძლებთ კარიერულ წინსვლას და წამყვანი პოზიციის მოპოვებას, მაგრამ თქვენი წარმატება ნაკლებად მოსაწონი აღმოჩნდება გარშემომყოფთათვის, რომლებიც ჭორებით და ინტრიგებით ეცდებიან ხელის შეშლას. მოერიდეთ პროვოკაციებს, რადგან ნებისმიერი კონფრონტაცია მხოლოდ თქვენს რეპუტაციას მიაყენებს ჩრდილს. არაა გამორიცხული ერთვარი სულიერი კრიზის მიზეზი გახდეს ჩახლართული, გაურკვეველი ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, რომელიც არ მოისურვებს დათმობაზე წამოსვლას და კომპრომისის მოძიებას.

მერწყული – დინამიური, თუმცა საკმაოდ რთული კვირაა, რადგან მოულოდნელად აღმოჩდებით ჩაბმული კონფლიქტში ყოფილ თანამოაზრეებთან. ნაკლებად გაამართლებს მოგზაურობა და მსხვილი კაპიტალის დაბანდება, ახალი პროექტის დაწყება და სამსახურის მოძიება, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ პროფესიულ ვალდებულებებს, რადგან სურვილის მიუხედავად მაინც მოგიწევთ სხვათა მითითებების გათვალისწინება და დავალებების შესრულება.

თევზები – ნაკლებად იღბლიან კვირაში არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. აკონტროლეთ აგრესია, ეცადეთ არ გაღიზიანდეთ წვრილმანებზე და არ აჰყვეთ პროვოკაციას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ გარშმომყოფებთან საერთო ენის მოძიება, მათი შენიშვნები, კრიტიკა კი, განწყობასაც გაგიფუჭებთ და იდეების განხორციელებაშიც შეგიშლით ხელს. მოერიდეთ გადატვირთვას, საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმბეგლობის და ვალდებულებების აღებას, რადგან არა მხოლოდ ახალი, ძველი პროექტების განხორციელებაც ძალიან გაგიჭირდებათ.

 

გეომაგნიტური დღეები – 7, 10, 12 და 13 ოქტომბერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები