LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (25 ნოემბერი – 1 დეკემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

2681
IMG-0441

მიხეილ ცაგარელის კვირის (25 ნოემბერი – 1 დეკემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

საერთო ჯამში ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის სასიკეთო კვირაა, გამონაკლისს მხოლოდ 26 ნოემბრის სავსემთვარეობა წარმოადგენს, როცა არ ღირს ახალი საქმის დაწყება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

* ვერძი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გავლენის სფეროების გაფართოვებას, ფინანსური მდგომარეობის და საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას,  არაა გამორიცხული მოულოდნელად განვითარებულმა მოვლენებმა, სპონტანურად მოქმედება და სერიოზული ცვლილებების განხორციელება გაიძულოთ.

* კურო – საინტერესო, მოულოდნელობებით სავსე კვირაა, რადგან თავისუფლად შეიძლება შეხვდეთ ძველ ნაცნობებს ან გაემგზავროთ დიდი ხნის ნანატრ მოგზაურობაში. კარგი პერიოდია მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ახალი ნაცნობების შესაძენად და საქმიანი კავშირების გასაფართოვებლად.

* ტყუპები – ძალიან ნაყოფიერი კვირაა, რადგან მოზღვავებული ენერგიის ფონზე თავისუფლად შეძლებთ გააქტიურებას, კომუნიკაბელურობის და ორატორული ნიჭის გამოვლენას. არაა გამორიცხული გაიცნოთ ახალი ადამიანები, რომლებიც კარიერულ წინსვლაშიც დაგეხმარებიან და თქვენს ცხოვრებასაც შეცვლიან რადიკალურად.  კარგი პერიოდია რომანტიკული თავგადასავლებისა და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

* კირჩხიბი – პოზიტიური, საკმაოდ პერსპექტიული კვირაა. მართალია, ენერგოტონუსი მეტ-ნაკლებად დასუსტდება, მაგრამ მაინც შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და წარმატების მიღწევას. არაა გამორიცხული მიიღოთ სარფიანი შეთავაზება ან ჩაებათ მეტად პერსპექტიულ კოლექტიურ პროექტში, მთავარია ენდოთ ინტუიციას და იმოქმედოთ წინდახედულად.

* ლომი – საინტერესო, მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერდება ენერგოტონუსი, სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, კარიერის განვითარებას და ავტორიტეტის გაძლიერებას, სასიყვარულო პარტნიორთან ურთერთობის გაუმჯობესებას ან ახალი რომანის გაბმას. მთავარია, არ დაიზაროთ და მოიძიოთ თანამოაზრეები, რომლლებიც მაქსიმალურად დაგეხმარებიან კარიერულ წინსვლასა და წარმატებაში.

* ქალწული – მეტად პოზიტიური კვირაა, რადგან გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიცაიტივის გამოჩენას და იდეების განხორციელებას. არაა გამორიცხული მოულოდნელად გაემგზავროთ მივლინებაში და გაიცნოთ მეტად საინტერესო ადამიანები, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან თქვენს წარმოდგენებს და შეხედულებებს.

* სასწორი – მეტად ნაყოფიერი, სასიკეთო ცვლილებების კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენას, პირადი და საქმიანი ურთიერთობების გაუმჯობესებას. არა გამორიცხული მოულოდნელად შეიცვალოთ საცხოვრებელი, ან გაიცნოთ ადამიანები, რომლებიც თავისი საინტერესო და მეტად ორიგინალური იდეებით დაგეხმარებიან საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობების, ნიჭისა და უნარის აღმოჩენაში.

* მორიელი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას და იდეების განხორციელებას, საინტერესო შეხვედრების მოწყობას და საჭირო ნაცნობების შეძენას. არაა გამორიცხული მოიძიოთ ახალი სამსახური, ან ძველი პროექტებიდან მიიღოთ დივიდენტები. თუმცა, არ ღირს მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება, რადგან უმეტესობა მომავალში კიდევ ერთხელ გადაიხედება. გამოიჩინეთ თავშეკავება, არ აჰყვეთ ემოციებს და მაქსიმალურად აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები, რათა უკმეხი გამონათქვამებით პრობლემები არ შეიქმნათ გარშემომყოფებთან.

* მშვილდოსანი – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე სწორედ თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოვლენას და დასახული გეგმების განხორციელებას, მით უფრო, რომ საუკეთესო პერიოდია გრანდიოზული პროექტების რეალიზაციისთვის. მთავარია, არ დაიზაროთ, სრულად გამოავლინოთ გონებაგამჭრიახობა, ინტელექტუალური პოტენციალი და არ მოერიდოთ რთული ამოცანების გადაჭრას.

* თხის რქა – საინტერესო, მეტად ნაყოფიერი კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის გამოჩენას და უფრო მეტის მიღწევას, ვიდრე მანამდე წარმოგედგინათ. მთავარია, არ დაიზაროთ, გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შანსი და პარტნიორებთან მოპოვებული ურთიერთგაგეგბის ფონზე, ფინანსური მდგომარეობაც გააუმჯებოსოთ და გავლენის სფეროებიც გააფართოვოთ.

* მერწყული – რადიკალური ცვლილებების კვირაა, რადგან არაა გამორიცხული შეიცვალოთ საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილი, დაემძიდობოთ ძველ მეგობრებს და გაიჩინოთ ახალი ნაცნობები. მთვარაი არ დაიზაროთ და სისრულეში მოიყვანოთ ყველა გეგმა, განახორციელოთ ძველი იდეები და დაისახოთ ახალი მიზნები.

* თევზები – საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა, რადგან შეძლებთ პროფესიულ წინსვლას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არაა გამორიცხული გაიჩინოთ ახალი ნაცნობები, რომლებიც რადიკალურად შეცვლიან თქვენს მსოფლმხედველობას, დაგეხმარებიან სოციალური კავშირების გაფართოვებასა და ავტორიტეტის გაძლიერებაში. მთვარია ენდოთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ მასზე დაყრდნობით შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

* გეომაგნიტური დღეები – 26, 27, 30 ნოემბერი და 1 დეკემბერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები