LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (23-29 მარტი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

819
mikheil-cagareli

მიხეილ ცაგარელის კვირის (23-29 მარტი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – მართალია, ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე კი, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მაგრამ ამბიციურ გეგმებზე მაინც მოგიწევთ უარის თქმა. იძულებული გახდებით მოერგოთ ცვალებად მოვლენებს და სიტუაციის შესაბამისად შეიმუშავოთ მოქმედების ტაქტიკა. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ შავი მთვარე ოქტომბრის ბოლომდე თქვენს ზოდიაქოში იქნება, რაც გარკვეულ პრობლემებს შეგიქმნით, რადგან ამ კვირაში მოპოვებულ პოპულარობას და წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებთ, თუ არ იქნებით ქედმაღალი და ამპარტავანი. იმოქმედებთ ფრთხილად და არ აჰყვებით ილუზიებს, რადგან ასე მხოლოდ შეცდომებს დაუშვებთ და უსიამოვნებებში გაეხვევით.

კურო – ნაკლებად იღბლიანი კვირაა. საგრძნობლად დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. არ ღირს გარისკვა და საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება. ეცადეთ დამოუკიდებლად დაასრულოთ საქმეები, რადგან ვერ მიიღებთ იმ მხარდაჭერას, რომელსაც კოლეგებისა და ახლობლებისგან ელოდით. ყურადღება გამოჩინეთ გარშემომყოფების მიმართ, რადგან გაძლიერდებიან ფარული მტრები და კონკურენტები, მოიმატებს ჭორების და ინტრიგების ალბათობა.

ტყუპები – პოზიტიური, მეტად შედეგიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა, საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ გუნება-განწყობაც. არაა გამორიცხული მიიღოთ ახალი, მეტად პერსპექტიული შეთავაზებები ან შეიძინოთ ახალი ნაცნობები, რომელბიც ხელს შეუწყობენ თქვენი სოციალური კავშირების გაფართოვებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და მნიშვნელოვანი შეხვედრების გასამართად, რომენტიკული თავგადასავლებისა და ახალი სასიყვარულო პარტნიორის მოსაძიებლად.

კირჩხიბი – მართალია, საკმაოდ არასტაბილური კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე სწრაფად დაიღლებით და გაგიჭირდებათ საკუთარ თავზე პასუხიმგებლობის აღება, მაგრამ არაა გამორიცხული კვირის პირველ ნახევარში მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება, რაც ხელს შეუწყობს თქვენს კარიერულ ზრდას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბევრად რთული იქნება კვირის მეორე ნახევარი, ამიტომ უკეთესია მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებაზე უარი თქვათ და მეტი დაისვენოთ.

ლომი – მეტად პოზიტიური კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის და იმუნიტეტის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და გონებამახვილობის გამოვლენას. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის და ახალი ნაცნობების შესაძენად, მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად და კარიერის გასავითარებლად, მით უფრო, რომ გაიზრდება თქვენი პოპულარობა და ავტორიტეტი საზოგადოებაში.

ქალწული – ნაკლებად წარმატებული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის აღება, რადგან ამგვარი აქტიურობა მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. ყურედღება გამოჩინეთ გარშემომყოფთა მიმართ, რადგან მოიმატებს ჭორების და ინტრიგების ალბათობა. ეცადეთ დაუბრუინდეთ ძველ საქმეებს და ურთიერთობებს, მოაგვაროთ ძველი კონფლიქტები და გაუგებრობები.

სასწორი – აქტიური, მეტად შედეგიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე იგრძნობთ ძალის, ენერგიის მოზღვავებას, რაც მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ, თუმცა არც ახლობელთა რჩევების უგულველყოფა ღირს, რადგან მხოლოდ მათი წყალობით შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას, რაც წარმატებასათან ერთად თქვენს ავტორიტეტსაც გაზრდის საზოგადოებაში, მცდარი გადაწყვეტილება კი, პირიქით, იმასაც დაგაკარგინებთ, რაც აქამდე მოიპოვეთ.

მორიელი – საკმაოდ ქაოტური კვირაა. დასუსსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მართალია, გექნებათ რომანტიკული განწყობა, მაგრამ მაინც მოგიწევთ საქმეებს დაბრუნება, მით უფრო, რომ ძალიან კარგი პერიოდია პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის.

მშვილდოსანი – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, კომუნიკაბელურობის გამოვლენას და მეტად სასარგებლო კონტაქტების დამყარებას. მთავარია, მოერიდოთ ავანტურულ მოქმედებებს და ფულის უყაირათოდ ხარჯვას. კარგი პერიოდია სასიყვარულო პარტნიორთან ძველი ურთიერთობების გასაუმმჯობესებლად და ახალი რომანტიკულ თავგადასავლებში ჩასაბმელად.

თხის რქა – ნაკლებად სტაბილური კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. კვირის პირველ ნახევარში არ ღირს გადატვირთვა და საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება, გარისკვა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რათა არ დაუშვათ საბედისწერო შეცდომა. ბევრად უკეთესი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა ახალი კონტაქტების დამყარებასაც შეძლებთ და ძველი ურთიერთობების გაუმჯობესებასაც. სწორედ კვირის ბოლოს შეგიძლიათ მოაგვაროთ პრობლემები, რომელთა გადაჭრა მანამდე ვერ შეძელით.

მერწყული – საკმაოდ რთული კვირაა. მეტი ყურადღების, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ერთი შეხედვით სარფიანი შეთავაზებების მიმართ, არ ღირს გარისკვა და დაუფიქრებლად მოქმედება, რადგან ასე მხოლოდ შეცდომებს დაუშვებთ, რომელთა გამოსწორება ძალიან გაგიჭირდებათ. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას, ნუ აჰყვებით ჭორებს და ინტრიგებს, რადგან ასე მხოლოდ საკუთარ რეპუტაციას აზარალებთ. 27 მარტიდან მეტად სასიკეთო პერიოდი დაიწყება, როცა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც შეძლებთ და ძველი პრობლემების მოგვარებასაც.

თევზები – რთული, მეტად დაძაბული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მოიმატებს სულსწრაფობა და დაბნეულობა, რაც ხელს შეგიშლით საქმების სწორად ორგანიზებაში. მაღალია, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა, რისი მიზეზიც თქვენი აგრესია და მოჭარბებული ემოციები გახდება. განსაკუთრებული ტაქტის და თავდაჭერის გამოჩენა გმართებთ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან ურთიერთობისას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ მათთან გაფუჭებული ურთიერთობის აღდგენა. ბევრად მშვიდი და სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა საღი გონებით შეაფასებთ მიმდინარე მოვლენებს და შეძლებთ მანამდე დაშვებული შეცდომების გამოსწორებას.

 

გეომაგნიტური დღეები – 23, 24 და 26 მარტი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები