LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (2-8 დეკემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

3759
mixeil-cagareli-3

მიხეილ ცაგარელის კვირის (2-8 დეკემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – საკმაოდ პოზიტიური კვირაა, რადგან იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას. საუკეთესო პერიოდია იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მოგზაურობისა და ახალი მეგობრების შესაძენად. არაა გამორიცხული სწორედ ახლა გაიჩინოთ გავლენიანი მფარველები ან თანამოაზრეები, რომლებიც ნებისმიერ წამოწყებაში მხარს დაგიჭერენ.

კურო – მართალია, მეტად ჰარმონიული კვირაა, მაგრამ დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე მაინც არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღებას. თანაბრად გაანაწილეთ დრო საქმესა და დასვენებაზე, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ ენერგიის დაზოგვას და შრომისუნარიანობის შენარჩუნებას. კარგი პერიოდია საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოსავლენად და ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად, ბიზნესის გასაფართოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მთავარია აქ იჩქაროთ და იმოქმედოთ თანამიმდევრულად.

ტყუპები – პოზიტიური, საკმაოდ დინამიური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის და ჩვეული კომუნიკაბელურობის გამოვლენას, თუმცა მოგიწევთ სიფრთხილის, თავშეკავების და დიპლომატიის გამოჩენა, რათა თავი დააღწიოთ უსიამოვნებებს სასიყვარულო და ბიზნეს პარტნიორებთან ურთიერთობაში. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, საკუთარი საქმის დასაწყებად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კირჩხიბი – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისთვის. არაა გამორიცხული გაიჩინოთ ახალი სასიყვარულო პარტნიორი, რომელიც რადიკალურად შეცვლის მთელ თქვენს ცხოვრებას. კარგი პერიოდია ნიშნობისა და ქორწინებისთვის, იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, გააქტიურდეთ, თუმცა იმოქმედოთ თანამიმდევრულად და აუჩქარებლად.

ლომი – ერთ-ერთი საუკეთესო კვირაა წლის განმავლობაში, რადგან შეძლებთ გააქტიურებას და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოსავლენას. კარგი პერიოდია ძველი შეცდომების გამოსასწორებლად და ახალი მიზნების დასასახად. მთავარია, არ იზარმაცოთ და არ გადადოთ მომავლისთვის მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება, მით უფრო, რომ სწორედ ამ კვირაში გექნებათ მეგობრების და კოლეგების მხარდაჭერის მოპოვების შანსი.

ქალწული – აქტიური, თუმცა საკმაოდ წინააღმდეგობრივი კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. მაქსიმალურად გაუფრთხილდით თავს და ეცადეთ არ გაცივდეთ, რადგან ავადმყოფობა ხელს შეგიშვილით პროფესიული წარმატების მიღწევასა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. კარგი პერიოდია ბიზნესის გასაფართოვებლად, მთავარია სწრაფად მოიძიოთ საერთო ენა პარტნიორებთან და შეძლოთ ყველასთვის მისაღებ პირობებზე შეთანხმება. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და თავშეკავება, რათა უმიზეზოდ არ გაანაწყენოთ მეგობრები და კოლეგები. მართალია, გექნებათ ყველა საქმის ერთდროულად შესრულების სუირვილი, მაგრამ ვერ შეძლებთ ძველი იდეების რეალიზაციას, თუმცა, მაინც არ ღირს გულის გატეხა, რადგან ადრე თუ გვიან ყველა თქვენი იდეა განხორციელდება.

სასწორი – პოზიტიური, მეტად ნაყოფიიერი კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, საკუთარი შესაძლებლობების სრულფასოვნად გამოვლენას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. მთვარია, გამოიჩინოთ დიპლომატია, მეტი ტავშეკავება და ანგარიში გაუწიოთ პარტნიორების სურვილებს. ყურადღება მიაქციეთ მიმდინარე მოვლენებს და მაქსიმალურად გამოიყენეთ მიღებული ინფორმაცია, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ კარიერის განვითარებას და გავლენიანი თანამდებობის დაკავებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, ახალი იდეების ჩამოსაყალიბებლად და განსახორციელებლად.

მორიელი – მეტ-ნაკლებად სასიკეთო კვირაა, რადგან დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე ადვილად დაიღლებით და სწრაფად დაკარგავთ მუშაობის განწყობას. არაა გამორიცხული, მოგიწიოთ სხვათა საქმეების შესრულება, რაც კიდევ უფრო გაგიფუჭებთ გუნებას. მაქსიმალურად აკონტროლეთ ბიუჯეტი, რადგან გაუთვალისწინებელი ხარჯი იმაზე მეტ პრობლემას შეგიქმნით, ვიდრე თქვენ წარმოგედგინათ. იმოქმედეთ ინტუიციაზე დაყრდნობით და მოერიდეთ კონფლიქტებს, რადგან მაინც ვერ შეძლებთ საკუთარი სიმარრთლის დამტკიცებას და მხოლოდ გარშემომყოფებს გააღიზიანებთ.

მშვილდოსანი – მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ახლა სწორედ თქვენი დროა! გაძლიერებული ენერგოტონუსის ფონზე სტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის, საუკეთესო თვისებების მაქსიმალურად გამოვლენას და სასურველი შედეგის მიღწევას. მთავარია, შეინარჩუნოთ ჩვეული ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პოპულარობის მოპოვებას და გარშემომყოფთა პატივისცემის დამსახურებას, იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. თამამად შეგიძლიათ  თქვათ უარი ძველი პროექტების დასრულებაზე და ნოვატორული გზების მოძიებით დაიწყოთ ახალი საქმე, რადგან სწორედ ახლაა თქვენს ცხოვრებაში განახლების პერიოდი.

თხის რქა – მეტ-ნაკლებად რთული კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ჯანმრთელობა და ემოციური მდგომარეობა. გაუფრთხილდით თავს, რადგან მაღალია ინფექციური დაავადებებით დასნეულების საფრთხე. მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თავზე დამატებითი პასუხისმგებლობის, ვალდებულებების აღებას. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, რადგან გააქტიურებული მტრები და მოშურბეები მაქსიმალურად შეეცდებიათ თქვენთვის ხელის შეშლას. უგუნებობის მიუხედავად, მაინც მოგიწევთ ნაკლებად სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობა, გამოიჩინეთ მეტი მოთმინება, ეცადეთ არ აჰყვეთ პროვოკაციებს და ნებისმიერი ურთიერთობა თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მერწყული – საკმაოდ დინამიური კვირაა. შეძლებთ ახალი კონტაქტების დამყარებას და ნაცნობთა წრის გაფართოვებას, მოგზაურობას და დროის სასიამოვნოდ გატარებას. კარგი პერიოდია ვალების გასასტუმრებლად და მეგობრების მხარდაჭერით ძველი შეცდომების გამოსასწორებლად. მთავარია, არ გაექცეთ პასუხისმგებლობას და შეასრულოთ საკუთარ თავზე აღებული ყველა ვალდებულება, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაკვირვებენ მომავალში.

თევზები – საკმაოდ პერსპექტიული კვირაა, რადგან შეძლებთ პროფესიულ განვითარებას და წარმატების მიღწევას, ნაცნობთა წრის გაფართოვებას და საიმედო თანამოაზრეების შეძენას. მთავარია, იმოქმედოთ გააზრებულად და ენდოთ ინტუიციას, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას საკამათო ან უხერხული სიტუაციებიდან თავის დაღწევას. კარგი პერიოდია იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

გეომაგნიტური დღეები – 4, 5 და 8 დეკემბერი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები