LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (17-23 თებერვალი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1481
mixeil-cagareli-3

მიხეილ ცაგარელის კვირის (17-23 თებერვალი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – მეტად დინამიური კვირაა, რომელიც სიზარმაცის გარეშე, განსაკუთრებით აქტიურად უნდა გაიაროთ, რადგან გაამართლებს მოგზაურობა და ახალი ნაცნობების შეძენა, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, რაც ერთგვარი წინაპირობა გახდება მომავალი წარმატებისა. კარგი პერიოდია პარტნიორებთან ურთიერთგაგების მოსაძიებლად, ძველი იდეების განსახორციელებლად და ახალი გეგმების დასასახად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და პრობლემების მოგვარების ახალი გზების მოსაძიებლად.

კურო – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არ ღირს ზედმეტად გადატვირთვა, შეგიძლიათ გააქტიურდეთ, თუმცა მხოლოდ ზომიერების ფარგლებში, რათა დაღლილობა არ გახდეს გამოუსწორებელი შეცდომების მიზეზი. კარგი პერიოდია პროფესიული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. არაა გამორიცხული ნათესავთა დახმარება მოგიხდეთ, რაც საკუთარ გეგმებზე უარის თქმას გაიძულებთ, მთავარია მოერიდოთ ფულის უაზროდ ფლანგვას, რადგან მოულოდნელი ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი. მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ხელმძღვანელებთან და გავლენიან მფარველებთან ურთიერთობისას, რათა თქვენმა პრეტენზიებმა არ გამოიწვიოს მათი გაღიზიანება და უკმაყოფილება.

ტყუპები – მეტად პოზიტიური კვირაა, რადგან წარმატების მოპოვების შანსი გექნებათ ყველა სფეროში, მთვარია გამოჩინოთ ჩვეული გონებამახვილობა და კომუნიკაბელურობა, აქტიურად გამართოთ შეხვედრები და მოლაპარაკებები. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი ნიჭის, ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად და ძველი იდეების განსახორციელებლად, ახალი სამსახურის მოსაძიებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

კირჩხიბი – დინამიური, საკმაოდ პოზიტიური კვირაა. მართალია საგრძნობლად დასუსტდება ენერგოტონუსი, მაგრამ გაძლიერდება თვითრწმენა, რაც რთული პრობლემების მოგავრებაში დაგეხმარებათ. არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ძველმა შეცდომებმა, რომელთა გამოსწორება გადადების გარეშე, სწორედ ახლა მოგიწევთ. კარგი პერიოდია ახალი ნაცნობების შესაძენად და ძველ მეგობრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ბევრად მშვიდად იგრძნობთ თავს კვირის მოერე ნახევარში, როცა საკუთარ სურვილებში გარკვევასაც შეძლებთ და სამომავლო გეგმების დასახვასაც.

ლომი – აქტიური, მეტად ნაყოფიერი კვირაა, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ. თამამად შეგიძლიათ გამოიჩინოთ ინიციატივა და ხმამაღლა წამოაყენოთ საკუთარი მოთხოვნები,  მოიძიოთ პრობლემების მოგვარების და ბიზნესის გაფართოვების ახალი გზები. კარგი პერიოდია რომანტიკული თავგადასავლებისა და სასიყვარულო პარტნიორთან უთანხმოების მოსაგვარებლად, ოჯახის წევრებთან უფრო ინტებნსიურად ურთიერთობისა და ძველ მეგობრებთან კონტაქტის აღსადგენად. არაა გამორიცხული გაიცნოთ გავლენიანი სპონსორები ან მოიძიოთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების ახალი გზები.

ქალწული – საინტერესო, საკმაოდ აქტიური კვირაა, რადგან შეძლებთ იდეების განხორციელებას და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არ გაგიჭირდებათ კოლეგებთან და ხელმძღვანელებთან საერთო ენის მოძიება და მათი კეთილგანწყობის მოპოვება, რაც პროფესიულ განვითარებსა და კარიერულ წინსვლაშიც დაგეხმარებათ, მთავარია გამოიჩინოთ ინიციატივა და თამამად იტვირთოთ საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებები. არაა გამორიცხული მოიძიოთ ახალი სამუშაო, რომელიც შესაძლებლობების ახლებურად გამოვლენისა და ამბიციების სრულად დაკმაყოფილებაში დაგეხმარებათ.

სასწორი – პოზიტიური ცვლილებების კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას და საკუთარი შესაძლებლობების ახლებურად გამოვლენას, რაც გარშემომყოფების პატივისცემის მოპოვებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია პირადი ცხოვრების შესაცვლელად, ძველ პარტნიორთან ურთიერთობის დასასრულებლად და ახალი რომანის დასაწყებად. არაა გამორიცხული მიიღოთ მოულოდნელი შემოსავლი, მოიგოთ ლატარეაში ან გაგიმართლოთ აზარტულ თამაშებში.

მორიელი – საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა, მთავარია ენდოთ ინტუიციას, რომელიც შეცდომებისგან დაგიცავთ და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, ბინის შესაცვლელად და ინტერიერის ახლებურად, ბევრად კომფორტულად მოსაწყობად. შეგიძლიათ დაიწყოთ მზადება მარტის თვისთვის, რომელიც უამრავ ცვლილებას მოიტანს და მხოლოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული პერსპექტიული შესაძლებლობების გამოყენება.

მშვილდოსანი – ბევრად უკეთესი იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა შეძლებთ გააქტიურებას და ინტელექტუალური პოტენციალის სრულად გამოვლენას, ცვლილებების განხორციელებას და საკუთარი ცხოვრების უკეთესისკენ შეცვლას. თუმცა, მეტი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის ბოლოს, როცა ზედმეტი აქტიურობა ნეგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და ემოციურ მდგომარეობაზე, რაც გაღიზიანების და გარშემომყოფებთან ურთიერთობის გაფუჭების მიზეზი გახდება. მეტი დრო დაუთმეთ ყოფითი პრობლემების მოგვარებას, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ გადადებული საქმეების ერთდროულად მოგვარება.

თხის რქა – დიმანიური, პროფესიულ სფეროში წარმატებული კვირაა, რადგან შეძლებთ კარიერულ წინსვლას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არაა გამორიცხული შეცვალოთ ან საერთოდ უარი თქვათ ძველ გეგმებზე, მოულოდნელი დივიდენტები მიიღოთ ძველი პროექტებიდან ან მოიძიოთ შემოსავლის ახალი წყარო, მთავარია ზედმეტად არ გადაიღალოთ და თანაბრად გაანაწილოთ დროს სამუშაოსა და დასვენებაზე. კარგი პერიოდია რომანტიკული თავგადასავლებისთვის, რადგან საგრძნობლად გაიზრდება საპირისპირო სქესთა წარმოამდგენელთა თქვენს მიმართ ინტერესი. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის მეორე ნახევარში, როცა კონკურენტულ ბრძოლაში ჩაბმულს საკუთარი ინტერესებისა და პრინციპების დაცვა მოგიწევთ.

მერწყული – მართალია, კვირის პირველ ნახევარში არ გაგიჭირდებათ იდეების რეალიზაცია და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ლიდერის პოზიციის მოპოვება და გავლენის სფეროების გაფართოვება, მაგრამ გარკვეული პრობლემები შეგექმნებათ კვირის მეორე ნახევარში, რაც თქვენს ავტორიტეტსაც შესაუსტებს და გუნება-განწყობასაც გაგიფუჭებთ. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღებით შეასრულეთ ყველა საქმე, რათა გარშემომყოფებს ეჭვი არ შეეპაროთ თქვენს კომპეტენტურობაში.

თევზები – განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, როცა დასუსტებული ენერგოტონუსის ფონზე არასტაბილური იქნება ემოციური მდგომარეობაც. მოერიდეთ გარშემომყოფებთან კონფლიქტს და საქმის გარჩევვას, არაა გამორიცხული თავი შეგახსენონ ძველმა ვალებმა, რომელთა გასტუმრება დაუყოვნებლივ მოგიწევთ. ბევრად მშვიდი და სტაბილური იქნება კვირის მეორე ნახევარი, ამიტომ უმჯობესია მნიშვნელოვანი საქმეების მოგავრება სწორედ ამ პერიოდისთვის გადადოთ.

 

გეომაგნიტური დღეები – 17, 20 და 22 თებერვალი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები