LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (16-22 სექტემბერი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1442
cagareli

დედამიწის ენერგოველი ნეგატიურია, რაც  გავლენას 12 ზოდიაქოს ნიშანზე მოახდენს.

ვერძი – ენერგოტონუსი დაქვეითებულია, ამან შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შექმნას, დააქვეითოს იმუნიტეტი და ფსიქოემოციური არასტაბილურობა გამოიწვიოს. მოერიდეთ ყველა სახის სარისკო მოქმედებებს. იდეების რეალიზაციას გარკვეული სირთულეები შეხვდება.

კურო – პერიოდი მეტნაკებად დინამიურია, მოგიწევთ საკუთარი იდეებისათვის ბრძოლა, მოიმატებს დიქტატორული ტენდენციები და  სიჯიუტე, რაც ნეგატიურ გავლენას მოახდენს გარშემომყოფებთან ურთიერთობაზე.

ტყუპები – საკმაოდ რთული პერიოდია, ენერგოტონუსი კლებულობს, ემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს. არ არის გამორუცხული დაიძაბოს ურთიერთობა როგორც საქმიან, ასევე სასიყვარულო პარტნიორებთან. საერთო ჯამში კომფლიქტური კვირაა.

კირჩხიბი – ენერგოტონუსი ჯერ კიდევ შენარჩუნებულია, თუმცა კვირის ნეგატიური ტენდენციები დაძაბავენ თქვენ ურთიერთობას გარშემომყოფებთან, ხელი შეეშლება გეგმების შესრულებას. გამოიჩინეთ მოთბინება, რათა მიაღწიოთ სასურველ მიზნებს.

ლომი – მოგეცემათ შესაძლებლობა გააუმჯობესოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. მოიმატებს ეჭიანობა, რაც გაგირთულებთ საქმეებს. შესაძლოა ბიზნეს პარტიორების მხრიდან, მოტყუებულად იგრძნოთ თავი.

ქალწული – ენერგოტონუსი მაღალია, თუმცა, შესაძლოა როგორც საქმიან, ასევე სასიყვარულო პარტნიორებთან დაგეძაბოთ ურთიერთობა. გაგიღვივდებათ ეჭვიანობის შეგრძნება, რაც კომფლიქტებს გამოიწვევს, თუმცა კარგი პერიოდია ბიზნეს საქმიანობისთვის.

სასწორი – მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, მოსალოდნელია ინტრიგები, ფარული მტრების გააქტიურება. იმუნიტეტი სუსტდება, მოერიდეთ სარისკო ქმედებებს. დაასრულეთ ძველი საქმეები, მოიმატებს კრიტიკა, რაც თქვენ ფსიქო- ემოციურ მდგომარეობას გარკვეულ დაღს დაასვამს. ნუ გადაიტვირთებით.

მორიელი – ენერგოტონუსი მომატებულია, კოლექტიურ პროექტებში ჩართვა წარმატებას მოგიტანთ, მეტად გექნებათ უთიერთობა თქვენთვის სასიამოვნო პარტნიორებთან, რაც თვითრწმენას შეგმატებს, თუმცა კოსმოსური ნეგატიური ტენდენციები თქვენზეც აისახება, მთავარი ცდუნება ფულის უყაირათო ხარჯვა შეიძლება გახდეს.

მშვილოდსანი – რთული პერიოდია, კარკვეული ჩარჩოების ფარგლებში მოგიწევთ მუშაობა, რაც თვენში პროტესტს გამოიწვევს და განთავისუფლებისკენ მოგიწოდებთ. საქმიანი კუთხით კარგი პერიოდია, რაც  მატერიალურ წარმატებას მოგიტანთ. ეს პერიოდი თქვენგან ამბიციების მაქსიმალურად კონტროლს მოითხოვს. ოჯახის წევრებთან მაქსიმალური დიპლომატია გამოიყენეთ.

თხის რქა – მთლიანობაში კარგი პერიოდია, ჯამრთელობა მდგრადია, რაც ბიზნეს სფეროში წარმატებას მოგიტანთ. მოიმატებს შინაგანი კონცენტრაციის უნარი. არ აჰყვეთ ცდუნებას, მართოთ სხვა ადამიანები და დიქტატორული ტენდენციები გამოავლინოთ.

მერწყული – ენერგოტონუსი დაბალია, როგორც  ფსიქო-ემოციური მდგომარეობა. გადაეყრებით ხელისშემშლელ ცხოვრებისეულ ფაქტორებს. ნუ აჰყვებით სხვათა რჩევებს და ნუ ენდობით სხვებს, იყავით მეტად წინდახედული.

თევზები – ენეგოტონუსი მაღალია, ხართ ენერგიული,  სირთუეები დაუკავშირდება ურთიერთობებს, ნუ მოექცევით გავლეის ქვეშ. იყავით მზად კრიტიკისთვის. გაგიჩნდებათ  სხვა ადამიანების დახმარების სურვილი.

 

გომაგნიტიური დღეები : 16, 18, 21, 22 სექტემბერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები