LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (13-19 მაისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1221
cagareli

მიხეილ ცაგარელის კვირის (13-19 მაისი) ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ვერძი – საინტერესო, მეტად პოზიტიური კვირაა. შეძლებთ კარიერის განვითარებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სირთულეების დაძლევას და კონკურენტების დაჯაბნით მეტად სარფიანი და პერსპექტიული პროექტების განხორციელებას, რაც გარშემომყოფთა პატივისცემის მოპოვებასა და ავტორიტეტის გაზრდაში დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობების გასარკვევად, ძველი უთანხმოების მოსაგვარებლად და ახალი რომანის დასაწყებად. მთავარია, გააქტიურდეთ და იმოქმედოთ გაბედულად, რადგან წარმატების შანსი ყველა სფეროში მაღალია.

კურო – ახლა თქვენი დროა, რადგან მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანშია! შეძლებთ გააქტიურებას და ინტელექტუალური პოტენციალის ახლებურად გამოვლენას, საკუთარი პროექტების ხელმძღვანელებისთვის წარდგენას და მათი კეთილგანწყობის მოპოვებას. კარგი პერიოდია პირადი ურთიერთობების მოსაწესრიგებლად და ახალი რომანტიკული კავშირების გასაბმელად, საბანკო-საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად, გავლენიანი მფარველების ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად და კაპიტალის სარფიანად დასაბანდებლად.

ტყუპები – საკმაოდ რთული კვირაა. დასუსუტებული ენერგოტონუსის, იმუნიტეტის და ჯანმრთელობის ფონზე, სწრაფად დაიღლებით და ადვილად გაღიზიანდებით, არაა გამორიცხული გახდეთ ავადაც. მართალია, ეცდებით გააქტიურებას და რამდენიმე საქმის ერთდოულად კეთებას, მაგრამ ფიზიკური დატვირთვა პირველ რიგში თქვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე აისახება ნეგატიურად. მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს და საკუთარ თვაზე დამატებითი ვალდებულებების აღებას, გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე გარშემომყოფებთან ურთიერთობისას, რათა უკმეხი გამონათქვამებით და ზედმეტი აქტიურობით არ გამოიწვიოთ მათი გაღიზიანება, მით უფრო, რომ ჭორებით და ინტრიგებით ბევრი ეცდება თქვენთვის პრობლემების შექმნას. აკონტროლეთ ფინანსები და მოერიდეთ მსხვილი საყიდლების გაკეთებას, რადგან ხარჯი უფრო მეტი გექნებათ, ვიდრე შემოსავალი.

კირჩხიბი – დინამიური, საკმაოდ პოზიტიური კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის და ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას, ინტუიციაზე დაყრდნობით კი, არ გაგიჭირდებათ სწორი არჩევანის გაკეთება და მართებული გადაწყვეტილების მიღება. არაა გამორიცხული შეიძინოთ ახალი ნაცნობები, რომლებიც სერიოზულ გავლენას მოახდენენ  თქვენს მსოფლმხედველობასა და საქმიან ცხოვრებაზე. კარგი პერიოდია გადადებული პროექტების განსახორციელებლად, კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან ძველი უთანხმოების  მოსაგვარებლად და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად.

ლომი – მეტ-ნაკლებად სტაბილური კვირაა. მართალია, დასუსტებული ენერგოტონუისის, ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე არ გაამართლებს რისკი და საკუთარ თავზე დამატებითი ვალდებულებების აღება, მაგრამ შეძლებთ შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას, კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთგაგების მოძიებას და ძველი უთანხმოების მოგვარებას. არაა გამორიცხული ჩაებათ მეტად საინტერესო პროექტში ან მოიძიოთ ახალი სამსახური, მთავარია გამოიჩინოთ ინიციატივა და თამამად განაცხადოთ საკუთარი იდეების შესაებ.

ქალწული – დინამიური, მეტად სასიკეთო კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლებთ გააქტიურებას, შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. მარტივად მონახავთ საერთო ენის გარშემომყოფებთან და სწრაფად დაძლევთ უთანხმოებას კოლეგებთან. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და ახალი ნაცნობების შესაძენად, ძველი იდეების განსახორციელებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების გასამართად და კაპიტალის სარფიანად დასაბანდებლად, საცხოვრებლის, ბინის ინტერიერის შესაცვლელად და ბევრად კომფორტული გარემოს შესაქმნელად. არაა გამორიცხული სწორედ ახლა მოიძიოთ ახალი სამსახური ან მოულოდნელად მიიღოთ მეტად პერსპექტიული შეთავაზება.

სასწორი – საკმაოდ ნაყოფიერი კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, იდეების ჩამოყალიბებას და წარმატებით რეალიზაციას, კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან საერთო ენის მოძიებიებას, გავლენის სფეროების გააფართოვებას და  კარიერის განავითარებას. არაა გამორიცხული დაუბრუნდეთ ძველ პროექტებს და სწორედ  მათი წყალობით გაიუმჯებოსოთ მატერიალური მდგომარეობა. მთავარია, ფუჭად არ დახარჯოთ დრო და ენერგია, სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და ეტაპობრივად შეუდგეთ გეგმის განხორციელებას, რადგან დასუსუტებული ენერგოტონუსის და არასტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ყველა საქმის ერთდროულად კეთება.

მორიელი – მეტად პერსპექტიული კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მეგობრებთან უთანხმოების მოგვარებას და მათი მხარდაჭერის მოპოვებას, სასიყვარულო პარტნიორთან ძველი ურთიერთობის აღდგენას ან ახალი რომანტიკული კავშირების გაბმას, ძველი შეცდომების გააზრებას, ინტუიციაზე დაყრდნობით სწორი გადაწყვეტილების მიღებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არაა გამორიცხული სწორდ ახლა მიიღოთ მეტად სარფიანი შეთავაზება და დაიწყოთ ახალი საქმე. კარგი პერიოდია საკუთარ თავში, შესაძლებლობებში გასარკვევად, შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის ახლებურად წარმოსაჩენად, ავტორიტეტის ასამაღლებლად და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად.

მშვილდოსანი – საინტერესო, საკმაოდ პერსექტიული კვირაა. შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, შემოქმედებითი ნიჭის ახლებურად გამოვლენას, იდეების რეალიზაციას და შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებას. არაა გამორიცხული შეიძინოთ გავლენიანი მფარველები და მათი ფინანსური მხარდაჭერით იმ საქმეს მოკიდოთ ხელი, რომელზეც დიდხანს ოცნებობდით. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და გარემოს შესაცვლელად, რაც პირველ რიგში თქვენს ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე აისახება დადებითად. მთავარია, მოერიდოთ რისკს და საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღებას.

თხის რქა – წარმატებული, მეტად ჰარმონიული კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე, იგრძნოთ ენერგიის და ენთუზიაზმის მოზღვავებას, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემომყოფებთან, კოლეგებთან ძველი უთანხმოების მოგვარებით კი, მნიშვნელოვნად გააფართოვებთ გავლენის სფეროებს. მთავარია არ სცადოთ ადამიანებით მანიპულირება და მათთვის საკუთარი აზრის თავსმოხვევა, რადგან ასე მხოლოდ გაღიზიანებას გამოიწვევთ და დაკარგავთ მათ ნდობას. არაა გამორიცხული სწორედ ახლა შეძლოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომლებიც წლების მანძილზე გაწუხებდათ და სამუდამოდ განთავისუფლდეთ ძველი უსიამოვნებებისგან.

მერწყული – სასიკეთო, მეტად ნაყოფიერი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, ბევრად ოპტიმისტურად შეხედავთ მომავალს და ენთუზიაზმით შეუდგებით გეგმების განხორციელებას. მარტივად დაძლევთ ნებისმიერ, მათ შორის ფინანსურ  უთანხმოებას კოლეგებთან, ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებით კი, სწრაფად მოაგვარებთ ნებისმიერ პრობლემას, მთავარია არ აჰყვეთ ემოციებს, ენდოთ ინტუიციას და იმოქმედოთ გააზრებულად.

თევზები – სტაბილური, საკმაოდ შედეგიანი კვირაა. გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ენერგოტონუსის ფონზე, შეძლებთ გააქტიურებას, ინიციატივის, ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენას და საკმაოდ რთული პრობლემების მოგვარებას. კარგი პერიოდია მოგზაურობისა და უცხოელ პარტნიორებთან საქმიანი კავშირების გასაბმელად, სპონტანურად მოქმედებისა, არასტანდარტული, ნოვატორული გზების მოძიებლად და ძველი იდეების რეალიზაციით მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მთავარია, არ დაიზაროთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ყველა პოზიტიური შესაძლებლობა.

 

გეომაგნიტური დღეები – 15, 16, 18 და 19 მაისი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები