LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

945
mikheil-cagareli

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 01:00-დან 07:00 საათამდე გაგრძელდება განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი.

გამოიჩინეთ საღი აზრი და ობიექტურობა, მოერიდეთ გადატვირთვას და მხოლოდ ის საქმე გააკეთეთ, რაც მარტივად გამოგდით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა თვითშემეცნების, საკუთარი სურვილებისა და შესაძლებლობების გასარკვევად. არ ღირს მოგზაურობა და საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, იურიდიული კონსულტაციის მიღება და ნოტარიული საბუთების გაფორმება, სესხის აღება და ძვირფასი ნივთების შეძენა, გარშემომყოფებთან ზედმეტად კონტაქტი, კოლეგებთან საქმის გარჩევა და კონფლიქტებში ჩაბმა, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, თუმცა არ ღირს სხივური თერაპიის სეანსის ჩატარება. დროებით ამოიღეთ კვების რაციონიდან ცხარე საკვები.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი და მწვანე, ასევე ოპალი, თოფაზი, ონიქსი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები სოლიდური შემოსავლების მანიშნებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს და ტყუპებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები