LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

717
20171104164426682435939

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში, რომელიც 01:00-დან 06:00 საათამდე გაგრძელდება განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა მთვარის ნეგატიური ენერგიის გავლენით მოდუნებული ყურადღება არ გახდეს ტრავმებისა და ავარიების მიზეზი.

დღევანდელი დღე განსაკუთრებით დატვირთულია ასტროლოგიური მოვლენებით, რადგან დღეღამტოლობა სავსემთვარეობას – ვერძისა და სასწორის ზოდიაქალურ ღერძზე მზისა და მთვარის დაპირისპირებას ემთხვევა, რაც ადამიანებში აგრესიისა და დეპრეიისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს, გაიზრდება ცდუნებების და შეცდომების დაშვების, კონფლიქტების და დაპირისპირებების, ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

ამასთანავე, დღეს მზე ვერძის ზოდიაქოს ნიშანში გადავა და ერთის მხრივ, შეუპოვრობას და ბრძოლისუნარიანობას, კონტაქტურობას და გონებამახვილობას, ლიდერულ და ორგანიზატორულ თვისებებს, მეორეს მხრივ კი,  სულსწრაფობას და სიჟიუტეს, კამათის და ფულის უყაირათოდ ხარჯვისკენ მიდრეკილებას გააძლიერებს ადამიანებში.

აღსანიშნავია, რომ 20-21 მარტს მსოფლიო ასტროლოგიის საერთაშორისო დღეს ანუ ახალ წელს – განვითარების ახალი 12-თვიანი ასტროლოგიური ციკლი დაწყებას ზეიმობს.

ეცადეთ არ დარჩეთ მარტო და მეტი დრო გაატაროთ ახლობლების წრეში, არ გადაიტვირთოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ძალდატანების გარეშე გამოგივათ. მიაქციეთ ყურადღება რჩევებს და მინიშნებებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ბეჟი და ნარცისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი, საფირონი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს შარმს და დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით გაზრდიან წარმატების შანსებს.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, შედარებით რთული ელის ქალწულსა და მორიელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები