LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 17 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

cagareli

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში 01:00-დან 05:00 საათამდე, როცა მოდუნებული ყურადღება ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდება.

დღევანდელ დღეს კოსმოსი განსაკუთრებით ითხოვს წესრიგისა და სისუფთავის დაცვას, ხშირად გაანიავეთ ოთახი, რათა თავიდან აირიდოთ დახუთულობა და უჰაერობა. ყურადღება მიაქციეთ წვრილმანებს საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – წარმატებული დღეა ცოდნის შესაძენად, შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმიანობისთვის, ახალი კონტაქტების დასამყარებლად და ინფორმაციის მისაღებად, საბანკო-საფინანსო ოპერაციებისა და სავაჭრო გარიგებებისთვის, კონფერენციების და აუქციონის მოსააწყობად. უიღბლო დღეა სიყვარულისა და ქორწინებისთვის, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხორცით და მოხარშული თევზით, ბოსტნეულით და ციტრუსით. არ ღირს ოპერაციის გაკეთება დასუსტებულ ფილტვებსა და ბრონქებზე.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ვერცხლისფერი და იასამნისფერი, მწვანე, ბეჟი და ნარინჯისფერი, ასევე თოფაზი, ნეფრიტი და სერდოლიკი, იაგუნდი და აქვამარინი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მიიზიდავენ პოზიტიურ კოსმიურ ენერგიას.

ზოდიაქოს ნიშნები – სასიკეთო დღეა ვერძისთვის, ტყუპებისა და სასწორისთვის, რთული დღე იქნება თხის რქისა და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები