LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 16 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

მიხეილ ცაგარელი

განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში 21:34-დან 01:00 საათამდე, როცა მოდუნდება ყურადღება, მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – წარმატებული დღეა შემოქმედებითი და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის, საბანკო-საფინანსო ოპერაციებისა და კულტურულ-გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, რომანტიკული თავგადასავლებისთვის, მოგზაურობისა და ნაცნობთა წრის გასაფართოვებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, უძრვი ქონების და სამშენებლო მასალების შესაძენად. არ ღირს სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და გარისკვა.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ დასუსტებულ სწორ ნაწლავზე, ყელსა და ფარისებრ ჯირკვალზე ოპერაციის ჩატარებას.

დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, კრემისფერი და მწვანე, ლიმონისფერი და ლურჯი, ასევე აგატი, მარჯანი და ონიქსი, ყვითელი იასპი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს შარმს და მიიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს.

სიზმრები – აუცილებლად დაიმახსოვრეთ სიზმარი, რომელიც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი აღმოჩნდება.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად სასიკეთოდ ჩაივლის დღე მშვილდოსნისა და მერწყულისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები