LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1518
mikheil-cagareli-new

კარმული გამოცდის დღეა, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა.

თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, რადგან ნებისმიერი წამოწყება მარცხით დასრულდება.

მოერიდეთ ნასვამ ადამიანებთან ურთიერთობას, რადგან მაღალია კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნის ალბათობა.

პარტნიორული ურთიერთობა – მოიმატებს ეჭვიანობა და უნდობლობა, არ ღირს ურთიერთობის გარჩევა და ისედაც დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაამდიდრეთ კვების რაციონი სალათებით და თევზის კერძებით. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, მწვანე, შავი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, იასპი და ქრიზოპრაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისთვის, მორიელისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები