LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

2096
მიხეილ ცაგარელი

მოერიდეთ ხალხმრავლობას, რათა თავიდან აიცილოთ ენერგოველის დაბინძურება.

არ ღირს ახალი პროექტის დაწყება, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეების შესრულებით.

არ აჰყვეთ ილუზიებს და ცდუნებებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.

პარტნიორული ურთიერთობა – მოიმატებს, წყენა და სიჯიუტე, არ ღირს პირდაპირობა და ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის,  ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად, არ ღირს რენტგენის გაკეთება და სხივური თერაპიის ჩატარება.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, მწვანე და შავი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ონიქსი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები