LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის ყველა გოლი – ერთ წუთში (ვიდეო)

138
mini_2019-05-12_FCBvsGETAFE_34-bo

ლა ლიგის წლევანდელ სეზონში ლეო მესიმ 36 გოლი გაიტანა და ისევ გახდა ჩემპიონატის ბომბარდირი. ტურნირის ოფიციალურმა ტვიტერმა ეს გოლები ერთ წუთში მოაქცია.
დატკბით:

ამ 36 გოლიდან მესიმ 32 მარცხენა ფეხით გაიტანა, 4 – მარჯვენათი და არცერთი თავით. სამჯერ გააკეთა ჰეთ-თრიქი, 6 გოლი შეაგდო ჯარიმიდან, 4 – პენალტი გაიტანა, 4 – საჯარიმოს გარედან.

მესიმ ბომბარდირთა დავა სარეკორდო 15 გოლიანი სხვაობით მოიგო.

ლეომ ტელმო სარას რეკორდი გაიმეორა, რომელიც 6 სეზონი იტანდა ყველაზე მეტ გოლს.

არგენტინელმა მეექსვედ გაიტანა არანაკლებ 50 გოლი ყველა ტურნირზე.

მეოთხედ გახდა როგორც ქვეყნის ჩემპიონი, ასევე მომბარდირი ერთდროულად.

მესი შესაძლოა რეკორდულად, მეექვსედ გახდეს „ოქროს ბუცის“ მფლობელი (მდევარ მბაპეს 32 გოლი აქვს და ერთი მატჩი დარჩა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები