LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესის მეექვსე ბურთი: ლეოს მარტო ერთი ინდივიდუალური ჯილდო არ მოუგია

98
rue41526081a6

ლიონელ მესიმ ფეხბურთში მთავარი ინდივიდუალური ტროფეი მოიგო. ლეომ რეკორდი დაამყარა და მე-6 „ოქროს ბურთი“ დაისაკუთრა, რითაც კრიშტიანო რონალდოს გაასწრო.

მესი მთელი წელი „ბარსელონას” მიათრევს: ლეოს გოლებით გუნდი ჩემპიონი გახდა და კინაღამ ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც შეხტა. მისი მნიშვნელობა რთულია სიტყვებით გადმოცე.

 

მესიმ მეექვსე „ოქროს ბურთი“ მოიგო და რონალდოს გაასწრო

საუკეთესო ბომბარდირი, ასისტენტი და მოთამაშე ლა ლიგაში

მესიმ გასულ სეზონში 36 გოლი გაიტანა 34 მატჩში, „ბარსა“ 26-ე ჩემპიონობამდე მიიყვანა და ზედიზედ მესამედ მოიგო ბომბარდირის ტიტული (პიჩიჩი).
სულ კი 6 აქვს. ამდენივე აქვს ტელმო სარას. რეკორდი ჯერჯერობით იყოფა.

ამ 36 გოლს ლეომ 13 ასისტი დაამატა („სევილიელ“ პაბლო სარაბიასთან გაიყო მეპასის სახელი) და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა.

 

 

„ოქროს ბუცის“ მფლობელი

მესიმ ევროპის ბომბარდირობა ზედიზედ მესამედ მოიგო. ეს მისი მე-6 „ოქროს ბუცი“ იყო. რონალდოს 4 აქვს. არგენტინელს თითო სეზონში 20-ზე მეტი გოლი გააქვს 2008/09 წლებიდან მოყოლებული.

 

 

ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი

მესიმ 10 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი მეექვსედ გახდა.

 

 

წლის მოთამაშე ფიფას ვერსიით

არგენტინელმა 46 ქულა დააგროვა და 8-ით გაასაწრო ვან დეიკს, რონალდოს კი 10-ით.

 

სანამ მესი ოქროს ბურთს იგებდა, რონალდო იტალიაში დააფასეს – ფაქტები

წელს მესიმ ყველა შესაძლო ინდივიდუალური ჯილდო აიღო. ლეო არ გამხდარა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, რომელიც ვან დეიკს დაუთმო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები