LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესიმ ლიგის ახალი რეკორდი დაამყარა, ის ყველას ჯობია – ლიგის ამბები მოკლედ

74
mini-2019-11-27-BARCELONA-DORTMUND-44

მესიმ ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა – გაუტანა 34-ე კლუბს და გაასწრო რონალდოს და რაულს.

მესიმ მე-700 მატჩი ითამაშა „ბარსელონაში“.

მესიმ დააგროვა 3 (1+2) ქულა „დორტმუნდთან“, მან ყველა გოლში მიიღო მონაწილეობა.

ვალვერდე მესის თამაშზე: „რა უნდა თქვა, ეს არაჩვეულებრივი იყო“.

მატს ჰუმელსი: „მესი იდეალურ ფორმაშია – საუკეთესო ფეხბურთელი ვინც მინახავს. წერტილი“.

გრიზმანმა ბოლო ორ თვეში პირველად გაიტანა მესის პასით.

გრიზმანმა შეწყვიტა 6-მატჩიანი უგოლო სერია და პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსას“ მაისურით.

ლუის სუარესს 10+ გოლი გააქვს ზედიზედ 15 სეზონში.

ლუსიენ ფავრი: „ახლა რთული ეტაპია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველაფრის შეცვლას მოვახერხებთ“.

„ნაპოლის“ ფანებმა „ენფილდის“ სიახლოვეს არეულობა მოაწყვეს. შეტევის ქვეშ პოლიცია და მასპინძელი გულშემატკივრები მოხვდნენ. პოლიციამ უარყო ინფორმაცია, რომ იტალიელი ტიფოზებს გოლფის ჯოხები ქონდათ.

იურგენ კლოპი: „არ ვყოფილვართ საუკეთესოები, მაგრამ „ნაპოლიზე“ ზეწოლას ვაკეთებდით“.

კლოპმა მე-100 მატჩი ჩაატარა ევროთასებზე.

კარლო ანჩელოტი: „სიღრმიდან თავის დაცვა – ერთადერთი საშუალებაა „ლივერპულთან“, თუ გინდა გადარჩე“.

პრომესი „აიაქსის“ მეორე ჰოლანდიელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე 4 გოლი გაიტანა.

ლემპარდი „ვალენსიასთან“ 2:2-ზე: „კინაღამ მოვიგეთ, კინაღამ წავაგეთ, მაგრამ ჯერ ისევ ყველაფერი ჩვენს ხელშია“.

„ზალცბურგის“ თავდამსხმელი დაკა პირველი ზამბიელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლი გაიტანა.

რუდი გარსია ჩემპიონთა ლიგის თითო მატჩში 0.85 ქულა აგროვებს. ეს უარესი მაჩვენებელია იმ მწვრთნელებს შორის, ვინც 20-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

ზიეში ლიგის ამ სეზონის ყველაზე სწრაფი გოლის ავტორია. მას 5 (2+3) ქულა აქვს ლიგის 4 ბოლო შეხვედრაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები