LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes–მა ახალი CLA–ის რამდენიმე დეტალი გაამხილა

benz

Mercedes-Benz–მა გაავრცელა მორიგი თიზერი, რომელზეც CLA-ია ასახული. ავტომობილის ნახვას ავტომოყვარულები ლას–ვეგასის გამოფენაზე, სულ რამდენიმე დღეში შეძლებენ. ვიდეორგოლში, რომელიც ბრენდის Facebook–ზეა გამოქვეყნებული სიახლის ექსტერიერისა და ინტერიერის დეტალების შეთვალიერებაა შესაძლებელი და როგორც ცნობილია, მას Edition 1 ეწოდა.

ავტომობილის ვიზუალი ნარინჯისფერი აქცენტებით გამოირჩევა, მის სალონს კი სპეც–სერიის აღმნიშვნელი ემბლემები აქვს. როგორც მოსალოდნელია, სიახლე ძალიან ბევრ განახლებას და თანამედროვე ტექნოლოგიების სრულ სერიას მიიღებს. მათ შორის აღსანიშნავია, დამატებითი რეალობის მხარდაჭერის მქონე ნავიგაციის სისტემა და ადაპტირებული ამორტიზატორი.

ავტომობილის დიზაინი კი ძველი CLS–ის რამდენიმე დეტალს გაიმეორებს, თუმცა სალონი ბევრად უფრო გაიზრდება, ძარის წინა ნაწილი კი უფრო აგრესიული გახდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები