LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz-მა საიუბილეო „გელიკი“ დაამზადა

1176
geliknews19

Mercedes- Benz G-კლასის განსაკუთრებული ვერსია სახელად Stronger Than time ორმაგი იუბილის აღსანიშნავად გამოუშვეს. ბრენდის ორ ლეგენდას Gelandewagen-ს -40 და G 55 AMG-ს კი – 20 წელი შეუსრულდა.

Mercedes – Benz G-კლასი წარმოების დაწყებიდან 40 წლის იუბილეს ზეიმობს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული თარიღის აღნიშვნა ბრენდმა სპეციალური მოდიფიკაციით Stronger than time-ით გადაწყვიტა. სიახლე ოფციების ფართო სპექტრით გამოირჩევა და დიზაინშიც ბევრი საინტერესო ელემენტი აქვს.

მყიდველებს დიზაინის სამი ვერსიიდან ერთის არჩევა შეუძლიათ – პირველი ვარიაცია ეს არის შავი ტყავი ოქროსფერი ელემენტებით, მეორე ვარიანტი- კრემისფერი და ცისფერი ფერების კომბინაციაა და ბოლოს, მესამე – კრემისფერი და წითელი ფერის ტყავებს აერთიანებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები