LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეპასე, მეგოლე, რეკორდსმენი – ყველაფერი მესია

91
912034b5a84571f8e9dd802885098383

ესპანეთის ჩემპიონატი დასრულდა. ჩემპიონი “რეალი” გახდა, რომელმაც 5 ქულით გაასწრო “ბარსელონას”. კატალონიელებმა პანდემიის შემდგე დაბრუნება შთამბეჭდავად ვერ მოახერხეს და ტიტულიც გაუშვეს ხელიდან. თუმცა მათმა ლიდერმა ლეო მესიმ ახალი რეკორდები მაინც დაამყარა.

 

ბოლო ტურში (“ბარსამ” სტუმრად 5:0 მოუგო “ალავესს”) ლეო მესიმ სეზონში 21-ე საგოლე პასი გაიფორმა და ამით ლა ლიგის რეკორდი დაამყარა.
ლეომ თავის ყოფილ თანაკლუბელ ჩავის აჯობა, რომელმაც 20 ასისტი 2008/09 წლების სეზონში მოაგროვა.

21 საგოლე გადაცემის გარდა მესიმ 25 გოლი გაიტანა. ის 21-ე საუკუნეში მეორე ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 20+20 გაიფორმა ტოპ 5 ჩემპიონატში. ადრე ეს ტიერი ანრიმ მოახერხა 2002-03 წლების პრემიერლიგის სეზონში.

მესი მეშვიდედ გახდა ლა ლიგის ბომბარდირი. ესეც ტურნირის ახალი რეკორდია.

აწ უკვე დასრულებულ სეზონში ლეომ 25 გოლი გაიტანა 33 მატჩში. უახლოესმა კონკურენტმა ქარიმ ბენზემამ (“რეალი”) 21 გოლი შეაგდო 37 შეხვედრაში.

აქამდე არავინ გამხდარა ტურნირის საუკეთესო მეგოლე შვიდჯერ.

მესის “პიჩიჩი” (საუკეთესო ბომბარდირის პრიზი) 2010, 2012, 2013, 2017, 2018, 2019 და 2020 წლებში მოუგია.

წინა რეკორდსმენი ტელმო ზარა (ბილბაოს “ატლეტიკში” გამოდიოდა) პრიმერას ბომბარდირი 6-ჯერ იყო.

 

ამასობაში El Mundo Deportivo წერს, რომ “ბარსელონას” ლიდერებს სურთ, რომ მწვრთნელად კლუბის ყოფილი მოთამაშე იხილონ, ოღონდ ეს ჩავი არ არის. “ბარსელონას” აკადემიის დირექტორი პატრიკ კლუივერტი შესაძლოა “ბლაუგრინას” დამრიგებელი გახდეს. მისი ხილვა გასახდელის ლიდერების სურვილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები