LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა ფორმულა გამოიყვანეს, რომელიც პასუხობს – მესი ჯობია თუ რონალდო

278
2449685-50892430-2560-1440

ბელგიაში, ლევენის კათოლიკური უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს ფორმულა, რომლის დახმარებით გაარკვიეს თანამედროვეობის უძლიერესი ფეხბურთულების წყვილიდან რომელია უკეთესი.

ფორმულას შემოკლებით VAEP ქვია და ითვალისწინებს არა მარტო გოლების და საგოლე გადაცემების რაოდენობას, არამედ შეფასებას აძლევს ყველა სათამაშო მოქმედებას: დარტყმებს, პასებს, მოტყუებას, ართმევას და ა.შ. შესასწავლად აიღეს მესის და რონალდოს მაჩვენებლები 2013/14 წლების სეზონიდან 2017/18 წლების სეზონამდე.

„პირველ სეზონებში რონალდოს და მესის მაჩვენებლები ფაქტობრივად ერთნაირი იყო. მაგრამ 1015/16 წლების სეზონში მესი ჯობნის თავის მარადიულ მეტოქეს“, – მოყვა ასპირანტი, რომელიც კვლევაში მონაწილეობდა.

ჯამში მესის საშუალო VAEP-მაჩვენებელმა (ერთ მატჩში) 1.21 შეადგინა, რონალდოს შედეგია – 0.61. ვინ რამდენად ეთანხმება ეს სხვა საქმეა, მაგრამ მეცნიერებმა დადეს პასუხი: ლეო კრიშტიანოზე უკეთესია.

მესის და რონალდოს ანგარიშზე 5-5 „ოქროს ბურთია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები