LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მბაპეზე ძვირფასი არავინაა:  ყველაზე ძვირადღირებულების რეიტინგი

mbape

ათასგვარი რეიტინგების შედგენას ბოლო არ უჩანს.  CIES Football Observatory ადგა და გამოიკვლია ვინ არის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი. კვლევითმა ცენტრმა ევროპის წამყვანი ხუთი ლიგა აიღო, თუმცა ცხადია, რომ სხვაგან ამათზე ძვირიანები არსად არ იქნებიან. სიის შედგენისას ფეხბურთელების ასაკი და კონტრაქტები გაითვალისწინეს და ამიტომაც მიიღეს მსგავსი შედეგი, თორემ მესი-რონალდოს აბა ვინ უნდა ჯობდეს.

ლიდერი „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდი კილიან მბაპე გახდა. ის 218.5 მილიონ ევროდ შეფასდა.

მას მოყვება „ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების მეგოლე ჰარი კეინი, მესამე კიდევ ერთი პსჟ-ელია –  ბრაზილიელი ნეიმარი.

მთავარი კაცები ოდნავ უკან არიან – „ბარსელონას“ მესი მეშვიდეა, აი „იუვენტუსის“ რონალდო სულაც მე-19. ეს სწორედ მათი ასაკით და პერსპექტივით თუ აიხსნება, თორემ სანე რონალდოს როგორ უნდა უსწრებდეს.

ისე ათეულში არც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მოდრიჩი მოხვდა და არც მბაპეს თანაგუნდელი ანტუან გრიზმანი.

ძვირადღირებულების ათეული:

1. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი) – 218,5 მლნ. ევრო
2. ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი) – 200,3
3. ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია) – 197,1
4. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) – 185,8
5. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ინგლისი) – 184,3
6. პაულო დიბალა (იუვენტუსი, პორტუგალია) – 171,9
7. ლიონელ მესი (ბარსელონა, არგენტინა) – 171,2
8. რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნაიტედი, ბელგია) – 162
9. ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, ბრაზილია) – 157
10. ლეროი სანე (მანჩესტერ სიტი, გერმანია) – 156,1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები