LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარტო ტოპ ჩემპიონატები: ჩემპიონთა ლიგაზე რეკორდებია – ლიგის ამბები მოკლედ

108
GettyImages-1187996420

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა და პლეი-ოფის ყველა მონაწილე გაირკვა. წუხანდელ შეხვედრებში ბევრიც არაფერი იყო გასარკვევი, მნიშვნელოვანი იყო დონეცკური თამაში და კიდევ ერთი-ორი, სადაც გუნდები სხვის შედეგებს უფრო უყურებდნენ. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ მარტო ბობოლა ქვეყნები აგრძელებენ ბრძოლას.

 

 

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მარტო ტოპ 5 ლიგის გუნდები არიან. ასეთი რამ პირველად მოხდა.

პლეი-ოფში გავიდა 4 გუნდი ინგლისიდან და ესპანეთიდან, 3 იტალიიდან და გერმანიიდან და 2 საფრანგეთიდან.

„ატალანტა“ – უბრალოდ ზღაპარია. დაიწყო 0:4-დან, პირველი ქულა აიღო მე-4 ტურში და მაინც გავიდა ჯგუფიდან.

„ატალანტა“ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც სასტარტო სამი წაგების შემდეგ პლეი-იფში გავიდა.

გასპერინი: „ჩვენ ისტორიაში შევედით. შეიძლება ეს ბედია“.

სამი იტალიური კლუბი გავიდა პლეი-ოფში 2011 წლის შემდეგ პირველად.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 308 გოლი გავიდა. ეს ტურნირის რეკორდია.

ჯგუფურ ეტაპზე 9 ჰეთ-თრიკი იყო. ესეც რეკორდია.

ნეიმარი, ჟესუსი, ფელიქსი და მილიკი კვირის მოთამაშის პრეტენდები არიან.

მოურინიო 1:3-ზე „ბაიერნთან“: „მოგება მერჩივნა, ან ფრე ან 2:3 ოღონდ სონის გოლით“.

„ბაიერნმა“ მოიგო 6-დან 6 მატჩი ჯგუფში +19 ბურთების სხვაობით. ეს რეკორდია.
მიუნხენელებმა ყველა მატჩი პირველად მოიგეს ისტორიაში.

პარიზში „გალათასარაისთან“ მატჩამდე ფანებმა იჩხუბეს, ქუჩაში შიშველი კაციც ნახეს.

ბუფონმა 51-ე მშრალი მატჩი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე. კასილიას უფრო მეტი აქვს – 57.

სარი პლეი-ოფზე: „შეიძლება არავის ყავს ისეთი მოთამაშე როგორიც რონალდოა, მაგრამ არის ბევრი ძლიერი გუნდი“.

რონალდო ლიგაზე: „ეს ჩემი ტურნირია, ვგიჟდები აქ თამაშზე“.

ზიდანი წილისყრაზე: „თუ „ლივერპული“ შეგვხვდა, გავაგდებთ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები