იტალიაში მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. ჩემპიონი ისევ “იუვენტუსია”. 2 ტურით ადრე მთავარი გარკვეულია. ასევე ცნობილია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მფლობელები და პრინციპში გავარდნილებიც. დარჩა საბოლოო ადგილები დასაზუსტებელი და სხვა მცირეოდენი საინტერესო საკიტხები გადასაწყვეტი, თუნდაც ჩირო იმობილეს “ოქროს ბუცის” ამბავი.

 

“იუვენტუსი” ზედიზედ მე-9 გახდა იტალიის ჩემპიონი. ეს ტოპ 5 ლიგის რეკორდია.

“იუვენტუსი” 36-ედ გახდა იტალიის ჩემპიონი. “მილანს” და “ინტერს” 18-18 გამარჯვება აქვთ.

“იუვენტუსმა” 38 გოლი გაუშვა სერია ა-ში. ეს უარესი შედეგია ჩემპიონისთვის 1960-61 წლების სეზონის შემდეგ.

რონალდომ მოიგო 31 ტროფეი კარიერაში და მესამე “იუვენტუსთან” ერთად.

რონალდომ 31 გოლი შეაგდო სერია ა-ში. “იუვეს” ისტორიაში მხოლოდ ბორელის აქვს უფრო მეტი გატანილი – 1933/34 წლებში.

რონალდომ გაიტანა 10 გოლი რესტრტის შემდეგ – ყველაზე მეტი ევროპის ტოპ 5 ლიგაში.

ბუფონმა მე-10 მოიგო სერია ა. ეს ლიგის რეკორდია.

ჯორჯო კიელინი ერთადერთია “იუვენტუსში”, რომელმაც ყველა, 9-ვე მოგებულ სეზონში ითამაშა.

 

სარი ყველაზე ასაკოვანი მწვრთნელია, რომელმაც სერია ა მოიგო.

 

სარიმ კარიერაში მეორე ტროფეი მოიგო და პირველი ჩემპიონობა.

სარი ფეხბურთელებს: “რადგან თქვენ ტიტული ჩემთან ერთად მოიგეთ, მე კი არასოდეს არაფერი მომიგია, ესე იგი თქვენ მართლა კარგები ხართ”.

 

სარი გასახდელში გვარიანად გაწუწეს. მან კი სიგარეტი აიღო და შამპანური დალია.

ჩირო იმობილემ სერია ა-ში იტალიელებს შორის ყველაზე მეტი გაიტანა სეზონში – 34 გოლი. გონსალო იგუაინის რეკორდამდე 2 გოლი რჩება. ამასთან, ჩირო ევროპის “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში “ბაიერნის” ლევანდოვსკის დაეწია. ჩიროს ორი მატჩი რჩება თადარიგში და მშვენიერი შანსი გადაასწროს პოლონელს.

 

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები