LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მანჩესტერმა“ ყველაზე მეტი დახარჯა ხელფასებში

72
Manchester United

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი სტარტი გამოუვიდა, მაგრამ ფეხბურთელები ალბათ დიდად არც დარდობენ: „იუნაიტედის“ ამ შემადგენლობამ ყველაზე მეტი ფული იშოვა, ვიდრე ნებისმიერმა სხვა გუნდმა პრემიერლიგაში. „წითელ ეშმაკებზე“ ანაზღაურების სახით შთამბეჭდავი, 378.6 მლნ ევრო გაიცა.

ციფრები ფინანსურმა ბლოგერმა Swiss Ramble-მ გამოაქვეყნა 2018/19 წლების სეზონის კლუბის ოფიციალური საფინანსო ანგარიშზე დაყრდნობით. ინგლისური ფეხბურთისთვის სარეკორდო მაჩვენებელი ბოლო სამ წელიწადში 114 მლნ ევროთი (53%) გაიზარდა.

გაზრდილ ხარჯებს ხელს უწყობს ლიდერების მსუყე ჰონორარები: დე ხეამ ამასწინ ახალი კონტრაქტი გააფორმა და კვირაში 427 ათას ევროს იღებს, ხოლო პოგბა 330 ათასს შოულობს.

„მანჩესტერი“ ჩემპიონატში მისთვის უჩვეულო მე-12 ადგილზეა და გასავარდნ ზონას სულ რაღაც 2 ქულა აშორებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები