მსოფლიო სპორტის ლეგენდამ მაიკლ ჯორდანმა 1 მილიონი დოლარი გადასცა ორგანიზაციებს, რომლებიც დახმარებას უწევენ ბაჰამის კუნძულებზე თავსდამტყდარ ქარიშხალ „დორიანის“ შედგების ლიკვიდაციის საკითხებში.

ნბა-ს 6-გზის ჩემპიონი და „შარლოტ ჰორნეტსის“ მფლობელი ხშირად დადის ბაჰამიზე და იქ უძრავი ქონებაც აქვს.

ჯორდანმა ემოციები ვერ დამალა და განაცხადა, რომ „ნანახის შემდეგ განადგურებულია“ და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

მაიკლი დაპირდა, რომ ყურადღებით მიადევნებს თვალს ინფრასტრუქტურის აღდენის სამუშაობს და ფინანსურად დაეხმარება ამ მიმართულებით მომუშავე ვოლონტიორებს.

„ბაჰამელები ძლიერი და ამტანი ხალხია და იმედი მაქვს, ჩემს მიერ გაღებული თანხა დაეხმარება აღდგენაში ამ კატასტროფული შტორმის შემდეგ“, – თქვა კალათბურთელმა.

„დორიანის“ შედგები მართლაც შემაძრწუნებელია. ოფიციალურად დაღუპულია 50 ადამიანი, თუმცა მაშველები და ხელისუფლება ამბობს, რომ ათასობით ადამიანია დაკარგული.

რა თქმა უნდა, ჯორდანის მილიონი საქმეს ვერ უშველის, მაგრამ გარკვეულ დახმარებას მაინც გაუწევს, მით უმეტეს, რომ ის ერთადერთი ცნობილი ადამიანი არ არის, ვინც დხმარების სურვილი გამოთქვა.

კატეგორიები: KickOff სპორტი

მსგავსი თემები