აფრიკის თასი – პირველი ტოპ ტურნირია მადაგასკარის ნაკრებისთვის. ეს გუნდი აქამდე საქმეში არ უნახავთ. დროა გავიცნოთ, მით უმეტეს, რომ მწვანე ფორმებში მოთამაშეებმა ნაბი კეიტას გვინეას ქულები წაართვეს, ხოლო ბურუნდის საერთოდ მოუგეს და ჯგუფიდან გასვლის შანსი აქვთ.

გვინეასთან შეხვედრაში მადაგასკარის შემადგენლობაში ხუთი ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელთა გვარში 10-ზე მეტი ასოა. იცნობდეთ: კაროლიუს ანდრიამაცინორო (გოლის ავტორი), ლალაინა ნომენჯანახარი, მარკო ილაიმახარიტრა, პასკალ რაზაკანანტენაინა, ფანეზა ანდრიაციმა.

უფრო მარტივი ფეხბურთელებიც არიან, მაგალითად ტომა ფონტენი, მაგრამ ეს ალბათ ფრანგული კოლონიზაციის გავლენაა (1896 წლის ანექსია).

აი ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული ხუთეული: რაკოტომალალა, რაკოტონირინა, რაკოტოარისოა, რაფანომეზანტსოა, რაკოტო.

 

რატომ ასე?

მარტივი ახსნა აქვს. ამ ხალხში არ არის სახელი, მამის სახელი და გვარი ცალ-ცალკე, ის ერთ სიტყვაში ერთიანდება.

მე-17 საუკუნეში კუნძულს მართავდა მეფე ანდრიანამპოინმერინატომპოკოინდრინდრა (თარგმანში: მეფე, რომელმაც შვა იმერინა და ვინც ჩემი ნამდვილი მმართველია). ეს ყველაზე გრძელი გვარია კუნძულის ისტორიაში.

ფრანგული კოლონიის ეპოქაში გვარები ძალით შეამცირეს. გრძელი და რთული სიტყვები ენიდან გავიდნენ.

სხვათა შორის, ფეხბურთელებს მაისურებზე სახელები აწერიათ.

დღეისათვის ყველაზე გრძელი გვარები კუნძულის ცენტრალური რეგიონის მაცხოვრებლებს აქვთ. განსაკუთრებით თუ ქორწინდებიან. ჟურნალისტი და მთარგმნელი ალენ რაკოტონდანდრია წერს: „წარმოიდგინეთ მის სახონდრა რაკოტომალალა ცოლად მიყვება მისტერ ანდრიესიფენარივოს. მისი გვარი ხდება მისის სახონდრა ანდრიესიფენარივო რაკოტომალალა. ამიტომ ბევრი უბრალოდ მეტსახელს იღებს.“

ბევრი ადგილობრივიც რთულად იღებს მშობლიურ ენას, ქალაქების სახელებსა და გვარებს. ახლა იმის ნაცვლად, რომ თქვან ანტანანარივუ (მადაგასკარის დედაქალაქი), უბრალო ამბობენ ანტა. ხოლო ავტობუსს (fiara fitateram-bahoak) უბრალოდ bus-ს ეძახიან.

მსგავსი თემები