LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლონდონში დრო იხელთეს და ცნობილი „ები როუდი“ გადაღებეს

159
london-ebiroad

მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩა დაუგეგმავად განაახლეს, რაც კორონავირუსის „დამსახურებაა“. ლეგენდარული ები–როუდი პოპულარული „ბითლზების“  დამსახურებით გახდა და ტურისტებს ნამდვილი მაგნიტივით იზიდავს. კორონავირუსის პანდემიის გამო ქუჩა პირველად დაცარიელდა და ხელისუფლებამაც ამ მომენტის გამოყენება გადაწყვიტა.

მსგავსი რამ ისტორიაში ძალიან იშვიათად ხდება, ამიტომ მუნიციპალიტეტში სასწრაფოდ მისი განახლების გადაწყვეტილება მიიღეს.

ები როუდს დაცული ძეგლის სტატუსი ბრიტანეთმა 2010 წელს მიანიჭა და ის გახდა პირველი ქუჩა მსოფლიოში, რომელსაც ისეთივე ცნობადობა აქვს როგორიც კულტურულ ძეგლებს თუ ნაგებობებს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის ინფექციამ მსოფლიოს ბევრი ტურისტული ატრაქცია დააცარიელა და ები–როუდის მსგავსად ბევრი ღირსშესანიშნაობა განახლდა და გაუმჯობესდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები