LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lexus–მა განახლებული GX–ის პირველი კადრები გაავრცელა

130
lexusnews19232

ყველგანმავალი Lexus GX 5 წლის განმავლობაში პირველად განახლდა. მოდელის გარეგნული იერსახე ბრენდის ამჟამინდელ კორპორატიულ სტილს დაამსგავსეს.

განახლებული GX–ის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ახალი რადიატორის ბადე და მისი გაფორმება გახდა. ამასთან, ყველგანმავალი უახლესი უსაფრთხოების სისტემებითაც აღჭურვეს, მათ შორის აღსანიშნავია Lexus Safety System +, რომელიც შორი განათების ფარებს ავტომატურად მართავს და საგზაო ნიშნებსაც კარგად ცნობს.

კროსოვერის შეძენის მსურველებს გაფორმების რამდენიმე ვარიაციას შესთავაზებენ.

ერთი ეს იქნება სპორტული პაკეტი, მეორე კი ე.წ. Off-road, რაც რთულად მისადგომ ადგილებში გადაადგილებას გულისხმობს. ბუნებრივია, ყველგანმავალს აგრეგატსაც შერჩეული პაკეტის მიხედვით ჩაუმონტაჟებენ. ძირითად შემთხვევაში კი ძრავი ისევ 4,6 ლიტრის მოცულობის „რვიანი“ იქნება და მას 301 ცხენის ძალის განვითარება შეეძლება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები