LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Lamborghini-მ ქუჩის ხელოვანს Aventador-ის მოხატვის უფლება მისცა

104
0891f5f6acd60fda17b252840e6a5194118f6523

კომპანია Lamborghini-მ ახალგაზრდა ამერიკელ ხელოვანთან სკაილერ გრეისთან ერთად საინტერესო პროექტი დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ეს სწორდ ის სკაილერია რომელიც წლების წინ ძალიან პოპულარული გახდა და მიუხედავად მცირე ასაკისა მისი ნამუშევრები მსოფლიოს ცნობილ გალერეებში იყო გამოფენილი. ამ მიღწევების გამო ხელოვანს ახალთახალი სპორტქარის გაფორმება ანდეს.

გრეი თავის შემოქმედებაში ამერიკულ პოპ-კულტურას და მოდის მიღწევებს აერთიანებს. მის ნამუშევრებში სუპერ-ქალი, რომის პაპი და მიკი მაუსი Chanel-ის, Hermes-ისა და Louis Vuitton-ის ლოგოტიპებთან არიან გაერთიანებული.

ახალ პორექტში კი ტილოს როლი Lamborghini Aventador S-მა შეასრულა. ხელოვანმა 740 ცხენის ძალის მქონე ავტომობილის ძარაზე ყვითელი, მუქი ნარინჯისფერი და თეთრი ფერები დაიტანა. მანქანის გვერდებზე მან ხარები გამოსახა და დარჩენილი სივრცე სხვადასხვა ელემენტებით შეავსო.

შედეგი მართლაც საინტერესო გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები