10 წლის LAda Priora-ს მფლობელმა გადაწყვიტა, რომ სედანისთვის ახალი სიცოცხლე ეჩუქებინა და ავტომობილი ოქროს საბურავებიან ეტლად გადააქცია. გზაზე გასვლიდან პირველივე დღეს ბლოგერი სოციალური ქსელის ვარსკვლავად იქცა და პოლიციის ყურადღებაც დაიმსახურა.

უჩვეულო სედანის პატრონმა ავტომობილი ქალაქის მთავარ ქუჩაზე გამოიყვანა. როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ეტლმა უზარმაზარი საბურავები მიიღო, რომლებიც ისე დაამონტაჟს რომ ძარას საერთოდ არ ეხებოდა. თუმცა მგზავრებს გასასვლელი ჩაეკეტათ და სალონში მოსახვედრად მათ ფანჯრის გამოყენება მოუხდათ.

უცნაურ ავტომობილს ადგილობრივებმა მე-17 საუკუნის „პრიორა“ შეარქვეს და მისი დანახვა ყოველთვის დიდ აჟიოტაჟს იწვევს.

 

ტეგები: Lada Priora

მსგავსი თემები