LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრისტიანო რონალდო „იუვენტუსის“ სეზონის საუკეთესო მოთამაშეა

58
117386219-720973205350317-1302377058672016723-n

კრისტიანო რონალდო 2019-20 წლების სეზონში „იუვენტუსის” საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ბებერი სინიორას“ ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

„სეზონი ძალიან გრძელი აღმოჩნდა. იყო მოულოდნელი პაუზა და შემდეგ განახლება. თუმცა წარმატების ელემენტებს შორის ერთი მუდმივი იყო – კრისტიანო რონალდო და მისი გოლები“ – ვკითხულობთ „იუვეს“ განცხადებაში.

რონალდომ სეზონში 37 გოლი გაიტანა, მათ შორის 31 – „სერია ა-ს“ მატჩებში და „იუვენტუსის“ ზედიზედ მეცხრედ გაჩემპიონებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

გატანილი გოლების გარდა, „ვეკია სინიორამ“ რონალდოს სხვა ღირსებები, მათ შორის ლიდერული თვისებები, ჩემპიონის მენტალიტეტი და სიმშვიდეც დაასახელა მიზეზად, რის გამოც „იუვეს“ სეზონის „მვპ“ სწორედ კრისტიანო გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები