LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის შედეგი : ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა

97
vocid19-no-crash

კორონავირუსის ფართოდ გავრცელებამ მთელი მსოფლიო თვითიზოლაციის რეჟიმში გადაიყვანა. ასეთ პირობებში გზებზე ავტომობილთა გადაადგილება მკვეთრად შემცირდა, რამაც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან ერთად ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვიც საგრძნობლად შეამცირა.

გამოსწორებული საგზაო ვითარების ყველაზე კარგი მაგალითი ამ მომენტისთვის ჩინეთია. ქვეყანაში მკაცრი კარანტინი იყო გამოცხადებული, რის გამოც ადგილობრივებს თავისუფლად გადაადგილება არ შეეძლოთ. ეკონომიკური და სოციალური აქტივობის შემცირება ჯერ კიდევ იანვრის თვიდან დაიწყო და ავტოსაგზაო შემთხვევათა რაოდენობამაც ამ დროიდან იკლო. სადაზღვეო კომპანიების ოფიციალური მონაცემებით საუბარი დაახლოებით 30%–იან გაუმჯობესებაზეა.

გარდა ამისა, ჩინელთა უმრავლესობა დისტანციურად მუშაობაზე გადავიდა, რამაც ქუჩებიდან საცობები გააქრო. ეკოლოგიურად ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა გამოსწორების გზას დაადგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები